ეროვნული ლიგა. XXXIV ტურის წინ: გახდება "დინამო" ჩემპიონი?

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ნოემბერს ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის მატჩები გაიმართება.

18 ნოემბერი. ეროსი მანჯგალაძე. 14:00
სამტრედია-კოლხეთი

"სამტრედია" საკუთარ მოედანზე ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებს. სამტრედიელები საჩემპიონო რბოლას ჩამოშორდნენ და მესამე ადგილიც პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ. აქედან გამომდინარე იმერულ კლუბს დიდი სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია. უჩა სოსიაშვილის გუნდი უახლოეს მდევარს, თბილისის "საბურთალოს" რვა ქულით უსწრებს და სავარაუდოა, რომ დარჩენილ სამ შეხვედრაში იმერლები ამ უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებენ. ფოთელები მოახლოვებულ შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდებიან. "კოლხეთმა" გასულ ტურში რამდენიმე თვიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და გორის
"დილას" დამარცხებით გადათამაშების ზონაში მოხვედრის კარგ შანსს ინარჩუნებს.

18 ნოემბერი. რაგბი არენა. 14:00
შუქურა-დინამო (თბ)

უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება ბათუმის "რაგბი არენაზე". ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი ქობულეთის "შუქურა" გათამაშების ლიდერს, თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე თითოეულ ქულას ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ითქვას, რომ 34-ე ტურის შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი მიმდინარე სეზონში შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს.

გამარჯვების შემთხვევაში თბილისელები ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდებიან. ქობულეთელები კი, მარცხის შემთხვევაში დიდი ალბათობით ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდებიან.

18 ნოემბერი. მიხეილ მესხი. 16:00
ჩიხურა-ტორპედო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმერული დერბიში ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან. მატჩს ქუთაისელთათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემპიონატის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და მომავალი შეხვედრა კახა ჩხეტიანის გუნდისთვის ერთ-ერთი ბოლო შანსი იქნება ლიდერთან სხვაობის შესამცირებლად. რა თქმა უნდა, დანებებას არც "ჩიხურა" აპირებს.

ეროვნულ ლიგაში არც თუ ისე წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად ბოლო ტურებში სოსო ფრუიძის გუნდს ოთხეულში მოხვედრის შანსი გაუჩნდა და ბუნებრივია, საჩხერელები ამ შანსის გამოყენებას შეეცდებიან.

18 ნოემბერი. თენგიზ ბურჯანაძე. 18:00
დილა-ლოკომოტივი

გორის "დილა" საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე ორივე გუნდს უპირობო გამარჯვება სჭირდება. მითუმეტეს, რომ გასულ ტურში ორივე მათგანმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და საქმე კიდევ უფრო გაირთულა. გორელები სტუმრად "კოლხეთთან" დამარცხდნენ, ლოკომ კი, საკუთარ მოედანზე "შუქურას" ვერ მოუგო და მეოთხე ადგილზე გადასვლის კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

18 ნოემბერი. რაგბი არენა. 20:00
დინამო (ბთ)-საბურთალო

ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმის "დინამო" თბილისის "საბურთალოს" დაუპირისპირდება. ბათუმელები უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და ამის გაკეთება გადათამაშებაში მონაწილეობის გარეშე სურთ. საბურთალოელთა მიზანი კი, მეოთხე ადგილის შენარჩუნებაა. ორივე გუნდს აღნიშნული მიზნების მისაღწევად დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგის ჩვენება სჭირდება. აჭარელთა მდგომარეობას ის ფაქტი ართულებს, რომ "დინამო" მხოლოდ საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული და მიზნის მისაღწევად კონკურენტის წარუმატებელი თამაში სჭირდება. ამ მხირვ თბილისელთა მხარეს კარგი სიტუაციაა. "საბურთალო" უშუალო კონკურენტს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგით უსწრებს და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გია ჭიაბრიშვილის გუნდის ხელშია.

მომზადებულია Eliga.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
dashalaes samtrediis gundi cecadze gaushves da gundi gunds agar gavs gaaqcies yvela uymayopiloaa...
kaka
13:23 18-11-2017
0
saswrapod gadadeqi sosiashvilo.... shen arc pexburtelebi gemorchileba da sastavsac aravin ar gekitxeba vin dadgeba da vin ara.. da saertod samtredias rac chirs dges es aris prezidentis bralii... pexburti roca ar gesmis iq araperi gesaqmeba da imedia dalagdeba male yvelaperi...
0

სიახლეები პოპულარული