დღეს ეროვნული ლიგის XXXV ტურის მატჩები გაიმართა.
ტურის ყველა შეხვედრა ერთ დროს 14:00 საათზე დაიწყო.
"სამტრედიამ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისის "ლოკომოტივს" ესტუმრა და ანგარიშით 5:2 გაანადგურა. ამ წაგების შემდეგ "ლოკომოტივმა" ევროთასებზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.
ფოთის "კოლხეთმა" "პარკი არენაზე" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და სტუმრებისგან 4 გოლი მიიღო, ხოლო საპასუხოდ ვერაფერი მოიმოქმედა.
ქობულეთის "შუქურა" გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "დილას" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ქობულეთელებმა მნიშვნელობა 3 ქულა მოიპოვეს. ამ დროისთვის "შუქურას" 21 ქულა აქვს და მე-9 ადგილოსან "კოლხეთს" სულ ორი ქულით ჩამორჩება. "შუქურას" აქვს შანსი ეროვნული ლიგიდან პირდაპირ გავარდნას გადაურჩეს და პლეი აუტში ჩაებას.
თბილისური დერბი "საბურთალოსა" და "დინამოს" შორის უგოლო ფრედ დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დინამოელებმა ტურით ადრე გაჩემპიონების შანსი დაკარგეს.
ხოლო "დინამოს" მდევარმა ქუთაისის "ტორპედომ" საკუათრი შეხვედრა ბათუმის "დინამოსთან" 2:0 მოიგო და თბილისელებს უკვე ორი ქულით ჩამორჩება.
ბოლო ტურის მატჩში "დინამო არენაზე" სწორედ დინამო-ტორპედოს მატჩი გაიმართება. "ტორპედოს" მოგების შემთხვევაში, ქუთაისელები ჩემპიონობას იზეიმებენ.
კოლხეთი-ჩიხურა 0:4
გოლები: 0:1, 0:3 დიმიტრი ტატანაშვილი (პენ. 42, 56), 0:2, 0:4 გიორგი გაბედავა (47, პენ. 64)
ტორპედო-დინამო (ბთ) 2:0
გოლები: 1:0, 2:0 თორნიკე კაპანაძე (48, 53)
საბურთალო-დინამო (თბ) 0:0
დილა-შუქურა 0:1
გოლი: 0:1 კობა შალამბერიძე (58)
ლოკომოტივი-სამტრედია 2:5
გოლები: 1:0 ვატო არველაძე (24), 1:1 ლაშა კასრაძე (1:1), 1:2, 2:5 გიული მანჯგალაძე (37, 87), 2:2 ლუკა კიკაბიძე (57), 2:3, 2:4 დავით რაჟამაშვილი (66, 70)
16:00 22-11-2017
ეროვნული ლიგა. XXXV ტური: სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
სამტრედიელ გულშემატკივრას აქვს 2 ვარიანტი:
1) უვადოდ და სამუდამოდ მოითმინოს რომ შალამბერიძე -ომანაძის იდიოტური დუეტი დასცინის მთელს რაიონს.
2) მოითხოვოს კლუბის დაბრუნება მუინიციპალიტეტისათვის და შემდეგ მუნიციპალიტეტმა გასაყიდად გაიტანოს.
ალბათ სამტრედია 2019 წლის სეზონს მეორე ლიგაში შეხვდება, ახლა კი კალა-სპილენძის შენადნობის ჯართით კისერზე მოიწონონ თავი.