ქობულეთელთა გუნდმა "საბურთლოს" სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და გამარჯვების შემთხვევაში ჰქონდა შანსი "შუქურას" პლეი აუტში ეთამაშა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ ფოთის "კოლხეთი" ვერ მოიგებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
"საბურთალოს" კენიელი ლეგიონერმა ელვინ ტერამ ქობულეთელებს ჯერ პირველ ტაიმში გაუტანა გოლი, ხოლო მეორე ტაიმში დუბლი გაიფორმა. 74-ე წუთზე შეძლო სანდრო გურულმა ანგარიშის შემცირება, მაგრამ "შუქურამ" სხვა ვეღარაფერი მოახერხა და 1:2 დამარცხდა.
მე-5 ადგილისთვის ბრძოლა შეიძლება დავარქვათ საჩხერის "ჩიხურასა" და თბილისის "ლოკომოტივის" დაპირისპირებას. რომელშიც გამარჯვებული იმერლები გამოვიდნენ, მათ მეტოქე 1:0 სარდალიშვილის გოლით დაამარცხეს.
"შუქურა"-"საბურთალო" გოლები: ელვინ ტერა 21' (0:1) 65' (0:2), სანდრო გურული 74' (1:2)
"ჩიხურა"-"ლოკომოტივი" გოლი: მიხეილ სარდლიშვილი 48' (1:0)
"დინამო" (ბთ)-"კოლხეთი" გოლები: ვალერი თევდორაძე 51' (1:0), გიორგი ბუხაიძე 63' (1:1), ალექსანდრ დერებჩინსკი 79' (1:2)