ეროვნული ლიგა. ბოლო ტური. ქობულეთის "შუქურა" გავარდა

AutoSharing Option
დღეს, 26 ნოემბერს ეროვნული ლიგის ბოლო ტურის სამი მატჩი გაიმართა და ოფიციალურად ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგას დაემშვიდობა.

ქობულეთელთა გუნდმა "საბურთლოს" სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და გამარჯვების შემთხვევაში ჰქონდა შანსი "შუქურას" პლეი აუტში ეთამაშა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ ფოთის "კოლხეთი" ვერ მოიგებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

"საბურთალოს" კენიელი ლეგიონერმა ელვინ ტერამ ქობულეთელებს ჯერ პირველ ტაიმში გაუტანა გოლი, ხოლო მეორე ტაიმში დუბლი გაიფორმა. 74-ე წუთზე შეძლო სანდრო გურულმა ანგარიშის შემცირება, მაგრამ "შუქურამ" სხვა ვეღარაფერი მოახერხა და 1:2 დამარცხდა.

"კოლხეთმა" კი ბათუმის "დინამო სტუმრად 2:1 დაამარცხა. ფოთელთა მხრიდან გოლები ბუხაიძემ და დერბჩინსკიმ გაიტანა, ხოლო ბათუმიდან თევდორაძემ პენალტით.

მე-5 ადგილისთვის ბრძოლა შეიძლება დავარქვათ საჩხერის "ჩიხურასა" და თბილისის "ლოკომოტივის" დაპირისპირებას. რომელშიც გამარჯვებული იმერლები გამოვიდნენ, მათ მეტოქე 1:0 სარდალიშვილის გოლით დაამარცხეს.

"შუქურა"-"საბურთალო" გოლები: ელვინ ტერა 21' (0:1) 65' (0:2), სანდრო გურული 74' (1:2)

"ჩიხურა"-"ლოკომოტივი" გოლი: მიხეილ სარდლიშვილი 48' (1:0)

"დინამო" (ბთ)-"კოლხეთი" გოლები:
ვალერი თევდორაძე 51' (1:0), გიორგი ბუხაიძე 63' (1:1), ალექსანდრ დერებჩინსკი 79' (1:2)




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული