ყველაზე მოდური როინ კვასხვაძე - "ტორპედოს" საჩემპიონო ბანკეტი [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედომ" რამდენიმე დღის წინ ჩემპიონობის აღსანიშნავად ბანკეტი გამართა.

ფეხბურთელებთან ერთად მათი მეორე ნახევრებიც იყვნენ და კოლექტივმა გულიანად მოილხინა.

ფეხბურთელების არასაფეხბურთო გარემოში ნახვა მკითხველისთვის საინტერესოა. ამ მხრივ კი, ყველაზე გამორჩეული როინ კვასხვაძე იყო, რომელსაც ნამდვილად ეტყობა, რომ მოდურად ჩაცმის მოყვარულია და ეს ბანკეტზეც დაამტკიცა.

როინ კვასხვაძე ეროვნულ ლიგაში საფეხბურთო მოედანზეც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მან ეროვნულ ლიგაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა შეუცვლელად, ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა და საბედისწერო პენალტიც მოიგერია.


28 წლის
სპორტსმენს "ტორპედოს" ყველაზე "მოდურის" ტიტულიც შეგვიძლია მივანიჭოთ.

ხოლო გუგა ფალავანდიშვილი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად შეგვიძლია მივიჩნიოთ, სიმღერაშიც ნიჭიერი აღმოჩნდა.

Sportall.Ge

ფოტოები და ვიდეო ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდს" ეკუთვნის.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რასამბობ დინამო რომ გამხდარიყო ჩემპიონი ხოდაგლიჯავდა ყველაფერს და საერთოდ მარტო დინამო ნუ გგინიათ გუნდი.
უჩა.
19:39 15-12-2017
0
მოლოცვას წინ რა უდგია, მარა პესიმისტური მოლოცვა გამომივა. რომ ვხვდები, ჩემპიონთა ლიგის პირველსავე ტურში, რა საცოდოობა დატრიალდება ქუთათურების თავზე.
გილოცავთ ქუთათურებს და ნუ გადაწვავთ დინამოს სტადიონს, ბიძიკო ბაბუებო, მაგი კაი და ორიგინალური კონსტრუქციაა.
ოკრიბელი
11:47 15-12-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული