გიორგი კიკნაძეს კლუბთან არსებული მოქმედი ხელშეკრულება ამოეწურა და გუნდი დატოვა.
ს.კ. ''შევარდენი-1906'' მას მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს კარიერის მომდევნო ეტაპზე.
კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი კი გელა სანაია იქნება.
სანაიას კარიერის მანძილზე უმუშავია: ''ლოკომოტივში'', ''სამტრედიაში'', ''რუსთავში'', ხობის ''კოლხეთსა'' და ფოთის ''კოლხეთში''.
სანაია "შევარდენის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო 1 წლის განმავლობაში იქნება.
მომზადებულია "შევარდენის" "ფეისბუქგვერდის" მიხედვით