ახალი სეზონიდან ვეტერანი დინამოელი მეორე მწვრთნელის ფუნქციას შეითავსებს და კახი კაჭარავას დაეხმარება.
უეფას თასების თასის მფლობელი ზაურ სვანაძე, როგორც მწვრთნელი, უკვე მუშაობდა დედაქალაქურ გუნდში და მის დუბლებში.
მას საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19-წლამდელთა ნაკრებშიც უმუშავია, 2012 წლიდან კი ბაქოს "ინტერს" წვრთნიდა.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით