თბილისის "დინამო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის რიგებში, ბექა მიქელთაძე, ზუკა დავითაშვილი, ბექა ქავთარაძე, ლევან გეგეჭკორი და ნუკრი რევიშვილი აღარ იასპარეზებენ.

კლუბის ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "დინამოს" ფეხბურთელების შენარჩუნების სურვილი ჰქონდა, თუმცა მათ კარიერის გაგრძელება სხვაგან არჩიეს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, თბილისელთა რიგები სამმა ლეგიონერმა, სერგეი ლიტოვჩენკომ, ბოგდან მიშენკომ და მოჰამედ ალიუმ უკვე დატოვა.

აქვე გეტყვით, რომ  ძირითად გუნდში დაწინაურდა 17 წლის მეკარე დემეტრე ბულისკირია.

კლუბთან კონტრაქტი გაახანგლძრივეს ბაქარ ქარდავამ, ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი ზარიამ და ლაშა თოთაძემ.

კახა კაჭარავას
ასისტენტი მომავალ სეზონში კი ზაურ სვანაძე იქნება, რომელიც "დინამოში" ადრეც მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფაქტი სახეზეა. სულ რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვიყო, ვერ დავიჯერებ, რომ უკეთეს გუნდს შექმნის.
1
ნუ მგონი ფიფიას დუბკები უნდა რომ ათამაშოს არანაირი ამბიციები არა თუ ევროპა ლიგაზე არამედ ეროვნულ ლიგაშიც აღარ აქვს სულ ვერიდებოდი მის კრიტიას ბევი რან გკეთა მაგრამ ეს უკვე ზედმეტია ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი დინამოთი არ მჯერა რომ აქ გამოცდილ და მაღალი კლასის ფეხბურთელებს მოიყვანს.
დავითი
12:18 02-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული