თეიმურაზ შონია "ლოკომოტივის" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
თეიმურაზ შონია თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია. კლუბის საიტი იტყობინება, რომ 27 წლის ნახევარმცველსა და კლუბს შორის 2- წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

უკანასკნელად, იგი ბათუმის "დინამოს" წევრი და კაპიტანი იყო. აჭარულ კლუბში, შონია 2014 წლიდან თამაშობდა, მანამდე კი 2009 წლიდან, 5 წლის მანძილზე "ცხინვალის" ფეხბურთელი იყო.

ბათუმის "დინამოსა" და "ცხინვალის" მაისურით, მან ეროვნულ ლიგაში 203 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. ერთი სეზონი, შონიამ "ცხინვალთან" ერთად, ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარა, სადაც 29 მატჩში, 6 გოლის გატანა შეძლო.

2017 წელს, შონია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში
მიიწვიეს. მან მონაწილეობა ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მიიღო. ჯერ უზბეკეთის, შემდეგ კი იორდანიის ნაკრებების წინააღმდეგ. უზბეკეთთან გამართულ მატჩში (2:2), ერთი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.

იგი იყო საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრიც, რომლის შემადგენლობაში ორი მატჩი ჩაატარა. 2009 წელს, ესტონეთისა და თურქეთის ახალგაზრდული ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა.

საქართველოს 19 და 17 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 13 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 4 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბათუმის დინამოში თეიმურაზ შონია ლიდერი იყო. შესაძლოა, მსგავსი ფიქციური ტიტული აქაც მოიპოვოს :)
George²
22:36 06-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული