ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე გაჰყვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე გაჰყვა.

მასიმო კარერას გაწვრთნილი გუნდი, 9-დან 22 იანვრის ჩათვლით, დუბაიში მოემზადება.

ანანიძე ტრავმის გამო მოედანზე 23 სექტემბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით კი, იგი მოედანს თებერვლის თვეში დაუბრუნდება.


რუსეთის პრემიერლიგა 3 მარტს განახლდება. "სპარტაკი" ასევე ევროპის ლიგის 1/16-ფინალშია გასული, სადაც "ბილბაოს" დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა მოსკოვში 15 თებერვალს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული