ლანჩხუთის "გურიას" ახალ აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

AutoSharing Option
გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დღეს საფეხბურთო კლუბ "გურიის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დავით ყენია წარადგინეს.

"წარმატებებს ვუსურვებ დავითს. ის თავის გუნდთან ერთად, ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს და "გურია" უკეთეს შედეგს დადებს. ჩვენ ერთად შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც კლუბს აქვს", - განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

როგორც დავით ყენიამ აღნიშნა, მისი მიზანია, პირველ რიგში, გუნდი ამოვიდეს ლიგა სამიდან, რაც შეიძლება მოკლე დროში შეიქმნას ჯანსაღი გარემო და "გურიას" ის სახე დაუბრუნდეს, რაც წლების წინ ჰქონდა.

ყენია 2000
წლიდან საფეხბურთო სამყაროშია. მუშაობდა ქუთაისის "ტორპედოსა" და ბათუმის "დინამოში", არის საფეხბურთო სკაუტი.

შეხვედრას დაესწრნენ მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. დღესვე მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "გურიის" ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონი დაათვალიერეს და პირადად გაეცნენ იქ არსებულ მდგომარეობას.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის "გურია" "თელავთან" პლეი ოფის ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და მესამე ლიგაში დაქვეითდა, ხოლო მისი ადგილი ეროვნულ ლიგაშ 2-ში "თელავმა" დაიკავა.

მომზადებულია guria.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული