ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში ორი ცვლილებაა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი ლოგოსა და ფორმის პრეზენტაციის შემდეგ კლუბში კიდევ რამდენიმე ცვლილება მოხდა.

გუნდი დატოვა უკრაინელმა ლეგიონერმა ვლადიმირ კორობკამ და კარიერას უკრაინაში გააგრძელებს, იტყობინება "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდი".

"რთული არჩევანი... მძიმე გადაწყვეტილება... მაგრამ წინსვლაა საჭირო. მადლობა გუნდს, მწვრთნელებს, კლუბში მომუშავე პერსონალს და, რაც მთავარია, ფანტასტიურ ფანებს. ჩემთვის ერთი ოჯახი იყავით, არასდროს მიგრძვნია თავი ლეგიონერად.

მადლობა იმ ემოციებისთვის, რომელიც, ღმერთის წყალობით, ერთად განვიცადეთ სეზონის ბოლოს.

მადლობა "ტორპედო"! მადლობა ქუთაისო! მადლობა საქართველო!", - დაწერა კორობკამ სოციალურ ქსელში.

მეორე სიახლე კი საკმაოდ საინტერესოა - ქუთაისის
"ტორპედოს" სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, 18 წლის მერაბ მეგრელაძემ კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

მერაბ მეგრელაძე ჭაბუკთა ლიგასა და 19-წლამდელთა ჩემპიონატში "საბურთალოს" სახელით თამაშობდა, გასულ წელს კი "ტორპედოში" გადავიდა.

საინტერესო კი ისაა, რომ მერაბ მეგრელიძის მამა გია მეგრელაძე ასევე "ტორპედოში" თამაშობდა, ხოლო ბაბუა მერაბ მეგრელაძე ასევე ქუთაისური გუნდის ღირსებას იცავდა. მერაბ მეგრელაძის საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი ორჯერ გახდა - 1992/93 და 1993/94-ში.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოო ახლა ევროპის თასს აიღებენ,უეჭველი..
გოგია
09:42 04-02-2018
2
ეს კარგია ,მაგრამ ჩვენ გაგვახარებს ერთი რამ დაიმახსოვრეთ,გუნდში ძლიერი ფეხბურთელების მოყვანა
ასევე
18:11 03-02-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული