ბათუმის "დინამოს" მეტოქეები თურქულ შეკრებაზე ცნობილია

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" მოსამზადებელ შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრა.

გუნდი თურქულ შეკრებაზე 22 თებერვლამდე დარჩება და ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ზღვისპირელთა მეტოქეები შემდეგი გუნდები იქნებიან:

11 თებერვალი - "რაკოვ ცჟეშტოვა" (პოლ)
15 თებერვალი - "ლევადია" (ესტ)
18 თებერვალი - "ირტიში" (ყაზ)
21 თებერვალი - "ტობოლი" (ყაზ)

ბათუმის "დინამო" თურქეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: ლევან შოვნაძე, რომან ტაკიძე, მიხეილ ალავიძე.
მცველები: მალხაზ გაგოშიძე, დავით სამსონია, მირზა ფარტენაძე, ვაჟა ქორიძე, გურამ ადამაძე, გელა გოგიტაძე, ზაზა ჭელიძე, ლაშა ჩალაძე.
ნახევარმცველები: ვაკო თევდორაძე, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ჯანელიძე,
ბესიკ დეკანოიძე, ბექა ვარშანიძე, ჯოვინო ფლამირიონი, ლევან შარიქაძე, გიორგი ჭანკოტაძე, გეგი კეკუა, გიორგი ქუთელია, თორნიკე დევაძე
ფორვარდები: გიორგი ილურიძე, ტატო ამუსელიძე, რიჩარდ ტროფიმოვი, ვახტანგ კვარაცხელია

გუნდის "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, კლუბის დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა. დამატებით დეტალებს თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, სპეციალურ წინასასეზონო პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი გააჟღერებს და იქვე მოხდება გუნდის ახალწვეულების წარდგენაც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული