რაში დახარჯეს ქართულმა კლუბებმა 2017 წელს ფონდის მიერ მოცემული 33 მლნ ლარი

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2017 წლის დეტალური ფინანსური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშში მოცემულია 2017 წლის კლუბების საბაზისო დაფინანსების, სტიმულირების, საპრიზო და პრემიალური ფონდის, ასევე, ფონდის მიერ მასობრივი და სხვადასხვა სახის საფეხბურთო ღონისძიებებისა და საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსების შესახებ მონაცემები.

ფონდის მიერ კლუბებზე ოთხივე ლიგაში, საერთო ჯამში, 33 354 972 ლარი გაიცა. აქედან 17 246 075 ლარი ეროვნული ლიგის კლუბებმა მიიღეს.

Sportall.Ge

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის "დინამომ" გასულ სეზონში ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, ფონდისგან ყველაზე მეტი დაფინანსება სწორედ მან მიიღო.

რაც შეეხება
კლუბში ინვესტიციების ჩადებას, მხოლოდ 3-მა კლუბმა მიიღო მაქსიმალური დაფინანსება სტიმულების ფონდიდან. ესენია: საჩხერის "ჩიხურა", თბილისის "დინამო" და თბილისის "საბურთალო". როგორც იცით, კლუბი ნახევარი მილიონი ლარის ინვესტირების შემთხვევაში იმავე თანხას დამატებით იღებს. სტიმულირების დაფინანსების ზღვარი 2017 წელს კი ნახევარი მილიონი ლარით განისაზღვრა.

ეროვნულ ლიგაში 2017 წელს 7 კერძო კლუბი იყო. მუნიციპალიტეტის ხარჯზე მხოლოდ ბათუმის "დინამო", ფოთის "კოლხეთი" და ქობულეთის "შუქურა" იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ბათუმის "დინამომ" სტიმულირების ფონდიდან უფრო მეტი მიიღო (252 257,30 ლარი), ვიდრე კერძო კლუბმა და ქვეყნის ჩემპიონმა ქუთაისის "ტორპედომ" (110 000).

Sportall.Ge

Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge


გარდა ამისა, ფონდმა საინტერესო ინფორმაციაც გაგვაცნო. კერძოდ, რაში ხარჯავენ ფონდის მიერ მიცემულ ფულს კლუბები.

ოთხივე ლიგაში დაფინანსების უმეტესობა 65%-დან 80%-მდე ხელფასებზე მიდის. დანარჩენ დაფინანსებას კი ქვემოთ მოცემულ გრაფიკებში იხილავთ.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე ლიგაში სარეკლამო ხარჯი 21 000 ლარს არ აღემატება. ისიც დაახლოებით 20 000 ლარი აქედან ეროვნული ლიგა 1-ის კლუბებზე მოდის, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ანუ კლუბები საკუთარი ბრენდის პოპულარიზაციას არ ახდენენ, როცა ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია დღევანდელ ფეხბურთში.

Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გათამაშება პირველ მარტს აიღებს სტარტს. ეროვნული ლიგა 1-ის პირველი მატჩი კი 2 მარტს ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილას" მატჩით გაიხსნება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
არა მგონია რაგბისტებმა მეთევზეებთან,სტომატოლოგებთან და პარიკმახერებთან წააგონ.
0
ღმერთო გადმოხედე ქართულ რაგბს და მიგვიღონ 6 ერში და გახადონ 7 ერი.. მერე 12 თამაშიდან მინიმუმ 11 რო წავაგებთ კიდე ეგრე გეყვარებათ რაგბი (გააპრავებთ იმით რო ზატო გულით და ჯიგრით ითამაშესო) თუ როგორც ფეხბურთელებზე ლაპარაკობთ ისე ილაპარაკებთ რაგბისტებზე?
effe
11:18 28-02-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული