ანგარიშში მოცემულია 2017 წლის კლუბების საბაზისო დაფინანსების, სტიმულირების, საპრიზო და პრემიალური ფონდის, ასევე, ფონდის მიერ მასობრივი და სხვადასხვა სახის საფეხბურთო ღონისძიებებისა და საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსების შესახებ მონაცემები.
ფონდის მიერ კლუბებზე ოთხივე ლიგაში, საერთო ჯამში, 33 354 972 ლარი გაიცა. აქედან 17 246 075 ლარი ეროვნული ლიგის კლუბებმა მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის "დინამომ" გასულ სეზონში ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, ფონდისგან ყველაზე მეტი დაფინანსება სწორედ მან მიიღო.
რაც შეეხება
ეროვნულ ლიგაში 2017 წელს 7 კერძო კლუბი იყო. მუნიციპალიტეტის ხარჯზე მხოლოდ ბათუმის "დინამო", ფოთის "კოლხეთი" და ქობულეთის "შუქურა" იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ბათუმის "დინამომ" სტიმულირების ფონდიდან უფრო მეტი მიიღო (252 257,30 ლარი), ვიდრე კერძო კლუბმა და ქვეყნის ჩემპიონმა ქუთაისის "ტორპედომ" (110 000).
გარდა ამისა, ფონდმა საინტერესო ინფორმაციაც გაგვაცნო. კერძოდ, რაში ხარჯავენ ფონდის მიერ მიცემულ ფულს კლუბები.
ოთხივე ლიგაში დაფინანსების უმეტესობა 65%-დან 80%-მდე ხელფასებზე მიდის. დანარჩენ დაფინანსებას კი ქვემოთ მოცემულ გრაფიკებში იხილავთ.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე ლიგაში სარეკლამო ხარჯი 21 000 ლარს არ აღემატება. ისიც დაახლოებით 20 000 ლარი აქედან ეროვნული ლიგა 1-ის კლუბებზე მოდის, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ანუ კლუბები საკუთარი ბრენდის პოპულარიზაციას არ ახდენენ, როცა ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია დღევანდელ ფეხბურთში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გათამაშება პირველ მარტს აიღებს სტარტს. ეროვნული ლიგა 1-ის პირველი მატჩი კი 2 მარტს ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილას" მატჩით გაიხსნება.
ფეხბურთის დაფინანსებაა სტადიონების ნშენებლობა, სკოლწბის მშენებლობა,, სპეციალისტებია გადამზადება და ასშ