რაში დახარჯეს ქართულმა კლუბებმა 2017 წელს ფონდის მიერ მოცემული 33 მლნ ლარი

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2017 წლის დეტალური ფინანსური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშში მოცემულია 2017 წლის კლუბების საბაზისო დაფინანსების, სტიმულირების, საპრიზო და პრემიალური ფონდის, ასევე, ფონდის მიერ მასობრივი და სხვადასხვა სახის საფეხბურთო ღონისძიებებისა და საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსების შესახებ მონაცემები.

ფონდის მიერ კლუბებზე ოთხივე ლიგაში, საერთო ჯამში, 33 354 972 ლარი გაიცა. აქედან 17 246 075 ლარი ეროვნული ლიგის კლუბებმა მიიღეს.

Sportall.Ge

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის "დინამომ" გასულ სეზონში ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, ფონდისგან ყველაზე მეტი დაფინანსება სწორედ მან მიიღო.

რაც შეეხება
კლუბში ინვესტიციების ჩადებას, მხოლოდ 3-მა კლუბმა მიიღო მაქსიმალური დაფინანსება სტიმულების ფონდიდან. ესენია: საჩხერის "ჩიხურა", თბილისის "დინამო" და თბილისის "საბურთალო". როგორც იცით, კლუბი ნახევარი მილიონი ლარის ინვესტირების შემთხვევაში იმავე თანხას დამატებით იღებს. სტიმულირების დაფინანსების ზღვარი 2017 წელს კი ნახევარი მილიონი ლარით განისაზღვრა.

ეროვნულ ლიგაში 2017 წელს 7 კერძო კლუბი იყო. მუნიციპალიტეტის ხარჯზე მხოლოდ ბათუმის "დინამო", ფოთის "კოლხეთი" და ქობულეთის "შუქურა" იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ბათუმის "დინამომ" სტიმულირების ფონდიდან უფრო მეტი მიიღო (252 257,30 ლარი), ვიდრე კერძო კლუბმა და ქვეყნის ჩემპიონმა ქუთაისის "ტორპედომ" (110 000).

Sportall.Ge

Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge


გარდა ამისა, ფონდმა საინტერესო ინფორმაციაც გაგვაცნო. კერძოდ, რაში ხარჯავენ ფონდის მიერ მიცემულ ფულს კლუბები.

ოთხივე ლიგაში დაფინანსების უმეტესობა 65%-დან 80%-მდე ხელფასებზე მიდის. დანარჩენ დაფინანსებას კი ქვემოთ მოცემულ გრაფიკებში იხილავთ.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე ლიგაში სარეკლამო ხარჯი 21 000 ლარს არ აღემატება. ისიც დაახლოებით 20 000 ლარი აქედან ეროვნული ლიგა 1-ის კლუბებზე მოდის, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ანუ კლუბები საკუთარი ბრენდის პოპულარიზაციას არ ახდენენ, როცა ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია დღევანდელ ფეხბურთში.

Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გათამაშება პირველ მარტს აიღებს სტარტს. ეროვნული ლიგა 1-ის პირველი მატჩი კი 2 მარტს ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილას" მატჩით გაიხსნება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
არა მგონია რაგბისტებმა მეთევზეებთან,სტომატოლოგებთან და პარიკმახერებთან წააგონ.
888
28 თებერვალი 2018 13:52
0
მე კიდე რაღაც არ მგონია ტონგამ ფიჯიმ ან სამოამ მოახერხოს და მოგვიგოს ფეხბურთში... ათაში ერთხელ ფეხბურთშიც ვუწევთ წინააღმდეგობას ხან საფრანგეთს ხან ესპანეთს ხან გერმანიას
effe
01 მარტი 2018 13:23
0
ღმერთო გადმოხედე ქართულ რაგბს და მიგვიღონ 6 ერში და გახადონ 7 ერი.. მერე 12 თამაშიდან მინიმუმ 11 რო წავაგებთ კიდე ეგრე გეყვარებათ რაგბი (გააპრავებთ იმით რო ზატო გულით და ჯიგრით ითამაშესო) თუ როგორც ფეხბურთელებზე ლაპარაკობთ ისე ილაპარაკებთ რაგბისტებზე?
effe
28 თებერვალი 2018 11:18
4
20 წელი ანადგურებდნენ ქართულ ფეხბურთს და თქვენ რა გინდათ 2 წელში მაქსიმალური შედეგი დაიდოს? რითი აზროვნებთ ვერ ვხვდები? რაღაცით ხო უნდა დაიწყო რას ქვია რატო აფინანსებთ? ფეხბურთი არის ნომერ პირველი სპორტი დედამიწაზე და მათ შორის საქართველოშიც და ყველაზე ძალიან ხალხს ფეხბურთი უყვარს.. სწორად უდგება ფედერაცია საქმეს და ძალიან მალე შედეგიც მოვა..
effe
28 თებერვალი 2018 11:15
4
რატომ უნდა ფინანსირდებოდეს წარუმატებელი სპორტის სახეობა?იმიტომ ხომ არა,რომ ბევრი ფული "მოტეხონ" დეპუტატ-ვეტერანებმა?!უწიგნური კობიაშვილ-მუჯირის იმედად გინდათ "განავითაროთ" ფეხბურთი?
888
28 თებერვალი 2018 10:18
5
მუჯირი უწიგნურია და შენ განათლებული?ძალიან მეეჭვება.ისე საუბრობ თითქოს იცნობდე მუჯირის წარსულს.დემაგოგობ უბრალოდ.
:)
28 თებერვალი 2018 12:18
1
ტიპები რა ინამუსოები არიან... ვაი თქვენს(ჩვენს)პატრონს
333
27 თებერვალი 2018 21:48
5
ფეხბურთი არის ყველზე მასობრივი სპორტი და მთელ მსოფლიოში არის ყველაზე პოპულარული, მათ შორის საქართველოში. სხვა სახეობებიც ფინანსდება და რავიცი მე არ მინახავს რომელიმე ფედერაციის გამოქვეყნებული მსგავსი ანგარიში. რაგბიც უნდა ფინანსდებოდეს,კალათბურთიც ძიუდოც, ცურვაც, ფიგურული სრიალიც, მოტობურთიც და ფეხბურთიც.
dave
27 თებერვალი 2018 17:55
7
ამას ფეხბურთის დაფინანსება კი არა კლუბევის დაფინანსება ქვია.'
ფეხბურთის დაფინანსებაა სტადიონების ნშენებლობა, სკოლწბის მშენებლობა,, სპეციალისტებია გადამზადება და ასშ
Lsd
27 თებერვალი 2018 23:19
3
ხელფასებს ვინ იღებს ფეხბურთელების და მწვრთნელების გარდა საინტერესოა თუ მეპატრონეებიც აქედან იღებენ კლუბი უნდა ჩამოერთვათ.
კახა
27 თებერვალი 2018 17:52
1
საინტერესო ინფორმაცია, აქამდეც იხარჯებოდა მუნიციპალიტეტებიდან ფული და კაციშვილმა არ ვიცოდით რა სად მიდიოდა. ჩემი აზრით გულშემატკივრმაც უნდა ვიაქტიუროთ და მოვთხოვოთ კლუბის ხელმძღვანელებს რაში დაიხარჯოს კლუბისთვის მიცემული თანხა. ისე ეროვნული ლიგა 2-დან სამივე გავარდნილ გუნდს, ლამის 3-ჯერ მეტი დაფინანსება აქვს მიღებული და ვიდრე იმ გუნდებმა ვინც გააგდო და რავიცი აშკარად მართვის პრობლემაა.
dinamo81
27 თებერვალი 2018 17:49
1
ფულის მჭამელი მუქთახორები არიან მეტი არაფერი ეხერხებათ. რაში ყრით შვილო მილიონებს სხვა სპორტის სახეობები დააფინანსეთ ნორმალურად ამ უქნარებში ფულის გადაყრა იქნება??? მიეცით კალათბურთს, რაგბს, ძიუდოს და კიდევ სხვა წარმატებულ სპორტის სახეობებს, მკვდრებში ფულის დაბანდება სისულელეა და მეტი არაფერი...
kola
27 თებერვალი 2018 17:32
7
+ ხელბურთი, ნიჩბოსნობა, ფარიკაობა.
რეზო
27 თებერვალი 2018 19:29
1
ან მე ვარ გიჟი ანბთქვენ ყველა ძალიან.ჭკვიანები.. მომკალით და ჩემამდე არ დადის რატომ ეძლევათ ბიუჯეტიდან ფული კლუბებს....
Lsd
27 თებერვალი 2018 17:19
3
იმიტომ რომ ტვიტონაც ხო უნდა იშოვონ რომელმა კლუბმა მიაღწია წარმატებას ბოლო 5 წლის განმავლობაში ტიპები იმენა ფულს ჭამენ მეტს კიარაფერს აკეტებენს თანამ,დებობის პირები ვისაც მერე ედავებიან სახლმწიფო ქონებსი მითვისებას
arChili
27 თებერვალი 2018 17:42
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული