კიდევ ერთი დაბრუნება: "დინამო თბილისი" და ლუკა ლოჩოშვილი იჯარაზე საუბრობენ

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, "დინამო თბილისში" შესაძლოა ლუკა ლოჩოშვილი დაბრუნდეს, ვინაც კიევოს "დინამოს" წევრია.

Sportall.ge-მ ინფორმაციის გადამოწმება დედაქალაქურ კლუბში  სცადა და გაარკვია, რომ საუბარი ერთ წლიან იჯარაზე მიდის.

ლოჩოშვილი ამჟამად თბილისში იმყოფება და "დინამოსთან" ერთად ვარჯიშობს.  ის უკრაინულ კლუბში გასული სეზონის დაწყების წინ გადაივიდა.

19 წლის ცენტრალურ მცველს, ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების ღირსება დაუცავს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარემ აქ ყოფილიყო და იმათ წაეყვანათ იჯარით. ფული მეტი შემოვიდა თუ მეტი გავიდა?
haha
13:34 18-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული