ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო [PHOTO]

AutoSharing Option
30 მარტს, ზუსტად 28 წლის წინ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა. "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ერთმანეთს დავით ყიფიანის "დინამო თბილისი" (იმ დროისთვის ასპარეზობდა "თბილისის იბერიის" სახელით) და ჯონი ჯანელიძის "კოლხეთი 1913" დაუპირისპირდნენ.

მატჩი ფოთელთა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა. საპორტო ქალაქის გუნდმა შეხვედრა თბილისელთა კაპიტნის - გელა კეტაშვილის მიერ პირველ ნახევარში საკუთარ კარში გატანილი გოლით მოიგო.

დინამო: ზ. ხაპოვი, გ. კეტაშვილი, კ. ცხადაძე, მ. არზიანი, ს. ჭედია, ზ. რევიშვილი (გ. ჩიქოვანი), თ. ქეცბაია, კ. კაჭარავა, გ. ცაავა (გ. ჯიშკარიანი), გ. გურული,
კ. გოგიჩაიშვილი.

კოლხეთი: მ. გვასალია, ა. კურგენიანი, რ. ქაჯაია, გ. გიორგაძე, გ. გიგატაძე, მ. შამათავა, ზ. თოფურია (ო. თიბილაშვილი), დ. მახარაძე (ზ. ინიაშვილი), ი. ჯუღელი, ნ. თვარაძე, ო. ავრამიდისი (მ. ბაჯალაძე).

მსაჯი: ვ. მიმინოშვილი

Sportall.Ge

ატმოსფერო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე | 30.03.1990

Sportall.Ge

მატჩის წინ საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სიტყვით გამოსვლა | 30.03.1990

მომზადებულია Elige.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული