ექსკლუზივი: ჩინელებს "ტორპედოში" ინვესტიციის ჩადება და სტადიონის ყიდვა სურთ

AutoSharing Option
ჩვენი ინფორმაციით ქუთაისის "ტორპედოში" შესაძლოა ინვესტიცია ჩინელმა ბიზნესმენებმა განახორციელონ.

17 აპრილს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაცია იმყოფებოდა. როგორც შევიტყვეთ, ეს ინვესტორთა ჯგუფი იყო, რომელსაც ქუთაისურ კლუბში ინვესტიციის განხორციელება სურს.

გარდა ამისა, ჩინელ ბიზნესმენებს კლუბში არა მარტო ინვესტიის ჩადება, არამედ სტადიონისა და ბაზის ყიდვა სურთ. ამასთან დაკავშირებით ისინი, სტადიონისა და ბაზის დათვალიერების შემდეგ, ქალაქის მერსაც შეხვდნენ.

როგორც ჩანს, იმერული კლუბი საკმაოდ დიდ ინვესტიციას ელის.

Sportall.ge სხვა დეტალებს და კლუბის კომენტარს უახლოეს მომავალში მოგაწვდით.
მკითხველის კომენტარები / 29 /
რას ილანძღები? ფეხბურთს რომ ფული სჭირდება განვითარებისთვის არ იცი? ტორპედოს ჩინელი დააფინანსებს, თუ ავსტრალიელი შენ ამით ქართველობას რანაირად წაგართმევენ... თუ ასე ყველაზე დიდი პატრიოტი და ქართველთქომაგი ხარ, აქ ნუ მოთქვამ, აიღე ხელში იარაღი და ჩაცხრილე ტატუნაშვილის მკვლელი!
demetre
19 აპრილი 2018 18:23
3
shoda-ს: ასე ლანძღვა ვინ გასწავლა?არავის არ დაუმახინჯდა აზროვნება ვისაც სურვილი აქვს,რომ უცხოური ინვესტორები შემოვიდნენ.ზუსტად ეს უშველის ჩაძირულ ფეხბურთს,თორემ ქართველი რომ ვერ შველის ეს კარგადაც ჩანს უკვე...
ასევე
19 აპრილი 2018 17:45
2
shoda ჯერერთი პატარა ბიჭი ნამდვილად არ ვარ 54წლის ვხვდები მერე მეორე ზედაპირულად შენ თვითონ აზროვნებ რადგან ჩემ ნაწერს ეტყობა საერთოდ არ კითხულობ და მესამე ჩინელებზე და ტორპედოზე ჩაციკვლა პროვინციალიზმის უდიდესი გამოვლინებაა რადგან მთელი საქართველო უცხოელების ხელშია უკვე კარგახანია და არამარტო უბადრუკი არაფლისმთქმესლი საფეხბურთო გუნდები მათი არაფლისმთქმელი ბიუჯეტებით არარსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურით და არარსებული ბავშვთა ფეხბურთით.შე დალოცვილო ამ ხუთი ექვსი წლის უკანერთერთი ტყით სავსე ნაკრძალი ჩინელებს გადაულოცეს და ხმა არავის ამოუღია ენგურჰესი რუსებს აჩუქე ფაქტიურად თურქებს ბათუმი ოკუპირებული აქვთ და რუსთაველზე არაბები გრიმიტობენ რა ტორპედო რის ტორპედო თუ ეშველება ჩინელი იქნება თუ მადაგასკარელი რა მნისვნელობა აქ ზოგადად მაგრამ მანდ მე ისიც დავწერე რო ფრთხილად უნდა მოეპყრან ზოგადად ეგეთ საკითხებს და ფაქტებიც მოვიყვანე.თორე მთელი ქვეყანა ლარად გაიყიდა საწარმოებიდან ხალხი გამოყარეს და ქუჩაში დატოვეს და ესარავის გაუპროტესტებია და რა გახდა ეს ტორპედოს საკითხი მეთუ მკითხავ არც არაფერი.
zaza
19 აპრილი 2018 17:39
3
საქართველოში, რომ ჩამოვალ აუცილებლად შეგხვდებოდი. შენნაირ კაცთან საუბარი ძალიან საინტერესო იქნება!
shoda
20 აპრილი 2018 11:16
0
ტორპედოს თუ ვინმე ფეხბურთის მოყვარული ინვესტორი გამოუჩნდება მაგას რა ჯობია, ქართველი ისედაც არავინ გამოჩნდა და ჩინელი მაინც იყოს, უბრალოდ მგონია რომ ჩინელები ცდილობენ მთელს მსოფლიოს მოედონ და იყიდონ ყველაფერი რასაც გაწვდებიან, ეს არის მათი მომავლისთვის ჩადებული ინვესტიცია.
Lagashi
19 აპრილი 2018 17:17
2
ქართველმა იყიდოს, არა ვართ წინაამღდეგი.ვინც არ უნდა იყიდოს , უნდა იყოს დიდი ფულის პატრონი,რომ კარგი გუნდის გაკეთება შეძლოს.
თენგიზი
19 აპრილი 2018 17:07
1
ქუთაისში ასე ვთქვათ "თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში" ჩინელებმა ხელში ჩაიგდეს ჰექტრობით მიწა, და ეს უძრავი ქონება და ტერიტორია ფაქტიურად ავტონომიურ რესპუბლიკად იქცა ქუთაისის ტერიტორიაზე. აი ბიზნესი ან რამის წარმოება არავის დაუნახავს გარდა გაჩეხილი ხე ტყისა რომელსაც იქ დაბანაკებული "ბანდა" ეწევა... ასე რო ჯერ დავფიქრდეთ გავაანალიზოთ კონტრაქტით გასაწერ პირობაზე , აი მერე კი გინდ მივყიდოთ და გინდ ვაჩუქოთ.
რიგითი გულშემატკივარი
19 აპრილი 2018 16:59
0
უამრავ თავმოყვარე გუნდს ჰყავს უცხოელი ინვესტორები, მაგრამ არამგონია კოლონიზატორებს უძახოდენ. კარგი ამბავია თუ მართლაც სერიოზული გარიგება შედგება. წარმატებები ტორპედოს
მერაბ 1970
19 აპრილი 2018 16:02
6
რამ დაგიმახინჯათ ასე ეს აზროვნება და ეროვნულობის შეგრძნების უნარი ჩვენ ახალგაზრდებს!
-თუ ასე გაგრძელდა, საცოდავი ჩვენი საქართველო. რაც 50 საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა, ის მოხდება და ასრულდება ჩვენი "კეთილისმყოფელების" სურვილი - საქართველო ქართველების გარეშე.
shoda
19 აპრილი 2018 17:01
19
გააჩნია ინვესტორს ტორე სულ ჭუტალების და არაბების ხელსია ინგლისში ფეხბურთი მაგრამ არ დაქცეულა რაც სეეხება ჩაჩავას თუ აკადემია არ გააკეთა ამაზე არსებობს ხელშეკრულება მასსა და მერიას შორის. და მიხედავენ საქმეს ნუ ნერვიულობტ სახელმწიფო თავისას არაფერს გადააგდებს. მეკი ვფიქრობრო როცა გუნდის ყიდვა გინდა უნდა იყიდო თავის ბაზიან სტადიონიანად და იმ ცუდის მაგივრად უკეთესი ააშენო სავაჭრო სივრცეც გახსნა და გუნდიც ნორმალური გყავდეს ისე ზოგადად ჩვენტან შემოსული ჩინელების მენტალობა ცოტა მერყევი და მოულედნოლებობითაა აღსავსე ასე რო თუ მაინც ყიდი ისე უნდა გაყიდო რო მერე სადარდებელი არ გაგიხდეს მაგალითი აგერ ბატონო ავტოქარხნის ტერიტორიაზე დაბანაკებული ვითომ ჩინელი ბიზნესმენებიც კმარა.
zaza
19 აპრილი 2018 15:56
0
მერე შენ ჩემო ზაზა ინგლისი ხარ? სად განათლდით შვილო ასე უსაშველოდ! კიდევ ერთხელ და მერამდენედ ვამბობ: რაღა უჭირს ჩვენ ქვეყანას, ძალიან მოუმრავლდა ეროვნულისადმი გულგრილი და ზედაპირულად მოაზროვნე შვილები!
shoda
19 აპრილი 2018 17:05
16
და რა ჩემ ფეხებად უნდათ ბაზა და სტადიონი თუ გუნდი არ ეყოლათ?
ნეტა ზესტაფონსაც იყიდდეს ვინმე
elguja
19 აპრილი 2018 15:29
1
ხო და სტადიონი რომ გენგრევათ თავზე ეგ არაფერი? ბალახის მაგივრად რომ ხავსია? ვიღაცაა გაარემონტებს და გააკეთებს სტადიონს ბოლო ბოლო. ხო ახლა თუ მაღაზიებს და რაღაცა სივრცეს გაუკეთებენ, ეგ ყველა სტადიონს აქვს? თუნდაც დინამოს, სტადიონმა ხო უნდა ირჩინოს თავი როც ბილეთებს ვერ ყიდის? ყველა ევროპული ნორმალური მერია ყიდის გუნდსა და სტადიონს. სიტიში რა დებილები იყვნენ თუ რა? იმედია შედგება კონტრაქტი
ქუთაისელი
19 აპრილი 2018 15:19
5
ხო, ხო და, მაგ ყველაფერთან ერთად, ფეხბურთელებს კვირაში რამდენიმე მილიონიან ხელფასებსაც დაუნიშნავენ მეორე დღიდან!
N
19 აპრილი 2018 17:46
4
არ დაიჯერო ძმა. ძირითადად სტადიონები მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მხოლოდ ძალიან მდიდარ კლუბებს შეუძლიატ სტადიონის შენახვა. ასეთები მთელ ევროპაში დიდი-დიდი 100 იყოს, ხოლო ათასობით სტადიონი ქალაქებს ეკუთვნის. გარდა ამისა რამდენჯერ ვნახეთ ტორპედო გასხვისებული, იმდენჯერ არაფერი გამოვიდა. თუ უნდათ მფლობელს მოელაპარაკონ და წილი იყიდონ.
haha
19 აპრილი 2018 15:44
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული