ექსკლუზივი: ჩინელებს "ტორპედოში" ინვესტიციის ჩადება და სტადიონის ყიდვა სურთ

AutoSharing Option
ჩვენი ინფორმაციით ქუთაისის "ტორპედოში" შესაძლოა ინვესტიცია ჩინელმა ბიზნესმენებმა განახორციელონ.

17 აპრილს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაცია იმყოფებოდა. როგორც შევიტყვეთ, ეს ინვესტორთა ჯგუფი იყო, რომელსაც ქუთაისურ კლუბში ინვესტიციის განხორციელება სურს.

გარდა ამისა, ჩინელ ბიზნესმენებს კლუბში არა მარტო ინვესტიის ჩადება, არამედ სტადიონისა და ბაზის ყიდვა სურთ. ამასთან დაკავშირებით ისინი, სტადიონისა და ბაზის დათვალიერების შემდეგ, ქალაქის მერსაც შეხვდნენ.

როგორც ჩანს, იმერული კლუბი საკმაოდ დიდ ინვესტიციას ელის.

Sportall.ge სხვა დეტალებს და კლუბის კომენტარს უახლოეს მომავალში მოგაწვდით.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ევროპსაში სტადიონი და გუნდი ერთი მფლობელის ხელშია.აქ კი რა ხდება? გუნდი ჩაჩავასია,სტადიონი და ბაზა მერიის.ჩინელი თუ იყიდის ორივეს გუნდის მეპატრონეს,ჩინელისთვის ფულის გადახდა მოუწევს,გუნდმა რომ სტადიონი და ბაზა გამოიყენოს.თუ არ გადაუხდის დარჩება გუნდი უბაზოდ და უსტადიონოთ,რადგან ორივე ჩინელის კერძო საკუთრება იქნება(იხილეთ კანონი კერძო საკუთრების შესახებ).სიტი და მილანი ევროპული ბრენდი აბა ტორბედო ვის რათ უნდა.დაფიქრდით ამაზე.სტატიაშიც გარკვევით წერია>>>ჩინელ ბიზნესმენებს კლუბში არა მარტო ინვესტიის ჩადება, არამედ სტადიონისა და ბაზის ყიდვა სურთო.>>არა მგონია ჩაჩავას საკუთარ კლუბში ჩინელმა ფული ჩაუდოს.ასე რომ სტადიონი და ბაზა არ უნდა გასხვისდეს.
mamulo
20 აპრილი 2018 13:23
3
სტადიონს და ბაზას ვერავინ გაყიდის ეს აკრძალულია კანონით მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდება ეგეთი ობიექტი თუ ადგილმონაცვლეობის პრინციპი არსებობს ეს ადრე იყო ინვესტორის ხუშტურზე რო ბათუმის სტადიონი გაყიდეს და სამაგიერო დღესაც არ აშენებულა ეს დრო წავიდა და აღარ დაბრუნდება.ან როგორ წარმოგიდგენია ქუთაისის მერის მდგომარეობა როცა სტადიონს გაყიდის და ბაზას სადიქნება ნეტა თუ იცი მოყუჩებული.სტადიონის დანგრევა კიარა ცდილობენ როგორმე ის დანგრეული ანაზღაურდეს და ამასაც ძნელათ აკეთებენ.
zaza
20 აპრილი 2018 16:11
0
მარტო სტადიონი და ბაზა გუნდის გარეშე არსად არ იყიდება მსოფლიოში.ეგეთი რამ არც გამიგონია ფეხბურთი არ გაინტერესებდეს და კლუბი და მის ბაზას და სტადიონს ყიდულობდე ეს ახალია რაღაც ან ვინ მოგცემს მაგის უფლებას და ბოლოს შეიძლება მაგ ჩაჩავასაც უნდა გუნდის გაყიდვა არ ეკითზებით რო აპა ჩინელი და უტვინო მე ჯერ არ მინახავს სხვისი ქონება რო მის დაუკითხავათ იყიდოს და ფული გადაყაროს.უფულოდ დღეს არავინ არაფერს არ მოგცემს თუ მოგება არნახა ჩაჩავა იქნება ესთუ სხვა ვინმე.
qutaiseli
20 აპრილი 2018 12:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული