17 აპრილს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაცია იმყოფებოდა. როგორც შევიტყვეთ, ეს ინვესტორთა ჯგუფი იყო, რომელსაც ქუთაისურ კლუბში ინვესტიციის განხორციელება სურს.
გარდა ამისა, ჩინელ ბიზნესმენებს კლუბში არა მარტო ინვესტიის ჩადება, არამედ სტადიონისა და ბაზის ყიდვა სურთ. ამასთან დაკავშირებით ისინი, სტადიონისა და ბაზის დათვალიერების შემდეგ, ქალაქის მერსაც შეხვდნენ.
როგორც ჩანს, იმერული კლუბი საკმაოდ დიდ ინვესტიციას ელის.
Sportall.ge სხვა დეტალებს და კლუბის კომენტარს უახლოეს მომავალში მოგაწვდით.