ბოლნისის "სიონმა" სფფ-ს წერილობით მიმართა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარმა ბოლნისის "სიონმა" სფფ-ს წერილობით მიმართა.

ბოლნისის "სიონმა“ ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1-ის პირველი წრე დაასრულა. გასულმა ცხრა ტურმა ცხადყო, რომ მსაჯთა კორპუსში ხშირად კომპეტენციის პრობლემებს ვაწყდებით. უნებლიე თუ გამიზნული შეცდომა - ამის მტკიცება რთულია, თუმცა რიგ შემთხვევებში, მსაჯების უხეშმა შეცდომებმა მატჩის შედეგებზე გავლენა იქონია. თქვენს ყურადღებას კონკრეტულად სამ მატჩზე გავამახვილებთ:

1: "დილა“-"სიონის“ დაპირისპირება - ნინუამ ვერ დააფიქსირა მოედნის ხაზს გარეთ აშკარად გადასული ბურთი, რომელსაც "სიონის“ კარში გოლი მოჰყვა. ხაზთან იმყოფებოდა გვერდითი არბიტრი, რომელსაც ასევე კარგად უნდა დაენახა ეპიზოდი,
თუმცა მან რეაგირება არ მოაყოლა. აღნიშნული თამაში 3-2 დასრულდა.

2: "სიონი“-“რუსთავის” დაპირისპირებისას, როდესაც ანგარიში 0-1 იყო, მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა “სიონის” სასარგებლოდ არ დანიშნა 11-მეტრიანი, როდესაც მცველი ხელით იჭერდა “სიონის” შემტევს.

3: "სიონსა“ და "ჩიხურას“ შორის პაპუნა მაჭარაძემ 11-მეტრიანი დანიშნა, როცა ფეხბურთელებს შორის აშკარა კონტაქტი საჯარიმო მოედნის მიღმა მოხდა, რაც ვიდეოშიც ნათლად ჩანს. ამავე მატჩის მეორე ტაიმში “ჩიხურას” კარში არ იქნა 11-მეტრანი დანიშნული, სადაც თვალნათლივ ჩანს, 59-ე წუთზე, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ლევან კაკუბავას ხელზე ხვდება.

აღსანიშნავია, რომ პაპუნა მაჭარაძის უხეში შეცდომები მიმდინარე ჩემპიონატში "სიონის" მატჩებში პირველი არ იყო. მან “სამტრედია”-“სიონის” შეხვედრაც იმსაჯა, სადაც პენალტი “სიონის” კარში დანიშნა და ყვითელი ბარათით დაასაჩუქრა არა წესების დამრღვევი ფეხბურთელი, არამედ გულვერდ თომაშვილი, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობდა აღნიშნულ ეპიზოდში.

მსაჯობასთან დაკავშირებით პრეტენზიები მხოლოდ ბოლნისის "სიონს“ არ აქვს. მიმდინარე სეზონში უკვე არაერთი უკმაყოფილება გამოითქვა მათ მიმართ. ბოლნისის "სიონი“ შორს არის იმ აზრისგან, რომ ყველა ქართველი მსაჯი არაკომპეტენტურია და არც იმის დაჯერება გვსურს, რომ სამსაჯო კორპუსი კონკრეტული გუნდების მისამართით განზრახ უშვებს შეცდომებს.

ბოლნისის "სიონი“ ადასტურებს თავის პატივისცემას სამსაჯო კორპუსის მიმართ, თუმცა, აქვე ვითხოვთ, რომ მათი მხრიდან მეტი ყურადღება, მეტი პროფესიონალიზმი და მეტი კომპეტენცია იქნეს გამოვლენილი. "სიონის“ თვითმიზანი არ არის მსაჯების დისკრედიტაცია, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მათი მხრიდან იქნება ისეთი შეცდომები გამორიცხული, რომელიც შეხვედრის შედეგზე გავლენას იქონიებს!", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მომზადებულია Fcsionibolnisi.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
bolnisi8888-ს. რას ბაქი-ბუქობ ბრატ, აა!!!! ვის არ ჩამოუშვებ ბიჭო! აბა მიდი თქვი, ვინ გყავს მხედველობაში. არ რის თავი გაქვს საერთოდ. ეს კაცურად. კანონიერად კი,ვინ მოგანიჭა შენ ამის უფლება. არ ჩაუშვებს ბოლნისში ტიპი!!! ბოლნისი თუ არა... ტეხასი არ იყოს მაგიც. ვის რაში ჭირდება შენი პროვინციული ბოლნისი, პროვინციული აზროვნების შენისთანა ადამიანებითურთ. !!!!!!!!!!!!!!!
vano
15:29 03-05-2018
0
გასაგებია ადამიანია ისიც და შეილება შეცდა,მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები დადიან და არავითარი გააზრებული კომბინაცია,არავითარი ჟილკა 18კაციდან არცერთს არ ქონია 1ლივე წუთებიდან,ტყავაძე,ჟორჟიკაშვილო,და კიდევ ვისაც ეხება მათ..გადაბრალებებს და წერილების ბეჯდვას ჯობია ფეხბურთელებს მიხედეთ,გუნდი არ გავარდეს ლიგიდან,ისეთი აზრს ქმნით რო ვითომ მარტო მსაჯი შეცდა და ფეხბურთელებმმა და მწვრთნელებმა დაგლიჯეთ რა,იმას მიხედავენ.და ჩვენ ჩვენი ვიტიროდ და სიტოაცია გამოვასწოროდ,თორი მე ვიქნები პირველი ვინც ბოლნიში არ ჩამოგიშვებთ,როგორც ბარეორი ვერ ბედავს აქ ჩამოსვლას..იცით თქვენ ვისაც ვგულისხმობ,
bolnisi8888
13:56 03-05-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული