ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა

AutoSharing Option
ლევან სალუქვაძის თქმით, მან მიკოლა კოვტალიუკის საქციელში აგრესია შენიშნა. მისი აზრით, ინციდენტი სწორედ უკრაინელის ქმედებამ გამოიწვია.

Sportall.ge რომან ფიფიას ყოფილ მრჩეველ ლევან სალუქვაძეს დაუკავშირდა და ინციდენტის შესახებ მოსაზრების დაფიქსირება სთხოვა.

"კოვტალიუკი ცოტა ზრდილობის ფარგლებში, რომ მოქცეულიყო, ეს ინციდენტი არ მოხდებოდა. ხანდახან ფეხბურთელები უნდა დაუკვირდნენ, რომ მათ ქმედებას შესაძლოა მოჰყვეს რაიმე ექსესები.

რა თქმა უნდა, გულშემატკივრების მხრიდან სკამების მტვრევას არ ვამართლებ. მათი მხრიდან კი გადაძახილები და ვინ უფრო კარგად უქომაგებს, მისაღებია.

ვფიქრობ, ინციდენტი გამოიწვია კოვტალიუკის ქმედებამ. ის ძალიან კარგად იცნობს "დინამოს"
ყველა ფეხბურთელსა და მათ შორის დემეტრე ბულისკერიას.

მისულიყო იქვე იმავე წუთს ხელი ჩამოერთმია და ეს ინციდენტი აღარ იქნებოდა. მე როგორც დავინახე, თოთაძეც სწორედ ამას ითხოვდა.

ფეხბურთში ყველაფერი ხდება. უხეშობის ზღვარზე თამაში და უხეშეობა, მაგრამ ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა.

ამ შემთხვევაში კოვტალიუკი ცოტა აგრესიული მეჩვენა. არვიცი რატომ, შესაძლოა იმიტომ, რომ "დინამოში" ბევრი სათამაშო დრო არ მიეცა.

რაც შეეხება თოთაძის საცქიელს, ის არის გუნდის ვიცე-კაპიტანი და რა თქმა უნდა, ასეთ დროს უნდა გამოესარჩლოს თანაგუნდელს და დაიცვას.

არავის უნახავს კაპიტნები უმაღლესი დონის თამაშებზე თანაგუნდელებს რომ იცავენ?

თუ კოვტალიუკი ამბობს, რომ მოედანზე ასეთი რაღაცეები ხდებაო, მაშინ ტრიბუნაზეც ხდება ასეთები და რაღა ცუდისგან უნდა ავიღოთ მაგალითი? - კარგისგან ავიღოთ.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ბუფონი მსაჯებზე იყო გაგიჟებული, მაგრამ რონალდოს კოცნით დაემშვიდობა.

თამაშის მერე მინდოდა ხელის ჩამორთმევა და მერე თაიგულს გავუგზავნიდი - მოედანზე მე ამის სურვილი ვერ დავინახე", - აღნიშნა სალუქვაძემ.

▶ მიკოლა კოვტალიუკი ინციდენტზე: ეს ფეხბურთია და არა ბალეტი... ბულისკერია მატჩის შემდეგ მოვიდა და მიყვიროდა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხო აბა რა უკრაინელის ბრალია. ქართველები ხომ არაფერს დააშავებდნენ. არც კომენტატორად ვარგა და ვერც ფეხბურთის ჩინოვნიკად ივარგა. რას უნდა ველოდეთ სხვას. ეს ის კატეგორიაა ადამიანზე რომ იძალადებენ და მერე კითხულობენ ნეტა მაინც ვისი ბრალი იყოო.
ჯონდო
06 მაისი 2018 14:34
0
ამ ფიფიას მოსყიდულ ჟურნალისტს აზრს რატომ ეკითხებით?
აი ვინ უნდა გადადგეს!
05 მაისი 2018 17:08
4
ეს არ არის სწორი მიდგომა..
qomagi
05 მაისი 2018 17:06
0
ექსპერტი d.d.
liverpuli barselonas supermarketi.
05 მაისი 2018 16:51
0
ასპროცენტიანი ილაპარაკა. ამ გამართლებას სად ხედავთ, საერთოდ კითხვა იცით. ვინ ამართლებს რაც მოხდა. აქ საუბარია იმ უგუნური ძალით ფეხბურთელის ქმედებაზე რამაც გამოიწვია, ვინ ამართლებს არეულობას. და ნუ იბოღმებით დინამოზე, სულ რომ ერთი საუკუნე გავიდეს მაინც ვერ დაეწევით ვერაფერში და ეგ ბოღმა და გინება თვენს სტადიონებზე მოიკითხეთ მთელი თმაში რომ არჩერდება გინება თბილისის
გურამი
05 მაისი 2018 16:22
3
რომელ დინამოზე ლაპარაკობთ? გონზე მოდით. ის დიდი "დინამო-თბილისი" წინა საუკუნეში შერჩა. თქვენ კი "იბერია" ხართ.
დინამო
05 მაისი 2018 19:47
2
ფიფიას გარემოცვისგან რომ იღებთ კომენტარებს,სხვას რას ელოდებით.ფაქტიურათ ვანდალიზმი გაამართლა.არც მიკვირს,დინამოსგან ხო ყველაფერი უნდა ავიყანოთ,ლანძღვაც გინებაც და მტვრევაც.შეაზიზღეს ხალხს დინამო.
სიმართლე
05 მაისი 2018 15:43
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული