ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა

AutoSharing Option
ლევან სალუქვაძის თქმით, მან მიკოლა კოვტალიუკის საქციელში აგრესია შენიშნა. მისი აზრით, ინციდენტი სწორედ უკრაინელის ქმედებამ გამოიწვია.

Sportall.ge რომან ფიფიას ყოფილ მრჩეველ ლევან სალუქვაძეს დაუკავშირდა და ინციდენტის შესახებ მოსაზრების დაფიქსირება სთხოვა.

"კოვტალიუკი ცოტა ზრდილობის ფარგლებში, რომ მოქცეულიყო, ეს ინციდენტი არ მოხდებოდა. ხანდახან ფეხბურთელები უნდა დაუკვირდნენ, რომ მათ ქმედებას შესაძლოა მოჰყვეს რაიმე ექსესები.

რა თქმა უნდა, გულშემატკივრების მხრიდან სკამების მტვრევას არ ვამართლებ. მათი მხრიდან კი გადაძახილები და ვინ უფრო კარგად უქომაგებს, მისაღებია.

ვფიქრობ, ინციდენტი გამოიწვია კოვტალიუკის ქმედებამ. ის ძალიან კარგად იცნობს "დინამოს"
ყველა ფეხბურთელსა და მათ შორის დემეტრე ბულისკერიას.

მისულიყო იქვე იმავე წუთს ხელი ჩამოერთმია და ეს ინციდენტი აღარ იქნებოდა. მე როგორც დავინახე, თოთაძეც სწორედ ამას ითხოვდა.

ფეხბურთში ყველაფერი ხდება. უხეშობის ზღვარზე თამაში და უხეშეობა, მაგრამ ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა.

ამ შემთხვევაში კოვტალიუკი ცოტა აგრესიული მეჩვენა. არვიცი რატომ, შესაძლოა იმიტომ, რომ "დინამოში" ბევრი სათამაშო დრო არ მიეცა.

რაც შეეხება თოთაძის საცქიელს, ის არის გუნდის ვიცე-კაპიტანი და რა თქმა უნდა, ასეთ დროს უნდა გამოესარჩლოს თანაგუნდელს და დაიცვას.

არავის უნახავს კაპიტნები უმაღლესი დონის თამაშებზე თანაგუნდელებს რომ იცავენ?

თუ კოვტალიუკი ამბობს, რომ მოედანზე ასეთი რაღაცეები ხდებაო, მაშინ ტრიბუნაზეც ხდება ასეთები და რაღა ცუდისგან უნდა ავიღოთ მაგალითი? - კარგისგან ავიღოთ.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ბუფონი მსაჯებზე იყო გაგიჟებული, მაგრამ რონალდოს კოცნით დაემშვიდობა.

თამაშის მერე მინდოდა ხელის ჩამორთმევა და მერე თაიგულს გავუგზავნიდი - მოედანზე მე ამის სურვილი ვერ დავინახე", - აღნიშნა სალუქვაძემ.

▶ მიკოლა კოვტალიუკი ინციდენტზე: ეს ფეხბურთია და არა ბალეტი... ბულისკერია მატჩის შემდეგ მოვიდა და მიყვიროდა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფიფიას გარემოცვისგან რომ იღებთ კომენტარებს,სხვას რას ელოდებით.ფაქტიურათ ვანდალიზმი გაამართლა.არც მიკვირს,დინამოსგან ხო ყველაფერი უნდა ავიყანოთ,ლანძღვაც გინებაც და მტვრევაც.შეაზიზღეს ხალხს დინამო.
სიმართლე
15:43 05-05-2018
10
ამ ფიფიას მოსყიდულ ჟურნალისტს აზრს რატომ ეკითხებით?
აი ვინ უნდა გადადგეს!
17:08 05-05-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული