ეროვნული ლიგა. XI ტური: "საბურთალომ" "კოლხეთს" უპრობლემოდ სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "საბურთალომ" "კოლხეთი" დაამარცხა 5:0.

ფოთელებმა სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს უფრო ძლიერ მეტოქეს და თამაში ადვილად წააგეს. "საბურთალომ" კი მორიგი გამარჯვება მოიპოვა და 27 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - კოლხეთი 5:0
გოლები: 1:0 ბექა გვარაძე (23), 2:0 თორნიკე გორგიაშვილი (31), 3:0 ვაგნერ გონსალვეში (48), 4:0 თორნიკე ჯიმშელეიშვილი (64, ავტოგოლი), 5:0 დიმიტრი ტატანაშვილი (80)

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, გიორგი კოხრეიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, ელვინ ტერა (სანდრო ალთუნაშვილი 66), ბექა გვარაძე,
თორნიკე გორგიაშვილი (ვლადიმერ მამუჩაშვილი 59), ვაგნერ გონსალვეში (დიმიტრი ტატანაშვილი 50), გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

კოლხეთი (3-4-3): ანდრი პოლტავცევი, გიორგი კილასონია, ბორის მახარაძე, ლაშა გოგონაია (კ), ზურაბ არზიანი (ლევან კაკულია 61), ილია მიხაილოვი (თორნიკე ჩუბითიძე 68), გიორგი კახელიშვილი (იაროსლავ კვასოვი 57), თორნიკე ჯიმშელეიშვილი, ლუკა იმნაძე, გიგა ჭეიშვილი, ვალიკო ტყემალაძე

მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
მკითხველის კომენტარები / 3 /
საბურთალო ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობს და ეს გუნდი თუ არ დაიშალა წარმატებას მიაღწევს(ვგულისხმობ წიწილებივით ,რომ არ დაყიდონ)...
ასევე
10:19 12-05-2018
0
ფოთის რამდენიმე ფეხბურთელი განსაკუთრებულად დაცვის საეწვოთ თმაშობს
3

სიახლეები პოპულარული