გიორგი დევდარიანი: არსად არ გამოჩნდა ჩემი ადგილი... გამოდის, მე დამინგრევია ქართული ფეხბურთი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემადგენლობას რომ გადახედო, თვალში გეცემა იმ ფეხბურთელთა სიმრავლე, რომლებსაც სხვადასხვა დროს გიორგი დევდარიანის ხელში გაუვლიათ. დევდარიანს ვიცნობთ, როგორც წარმატებულ მწვრთნელს - ეს ეხება როგორც ბავშვთა ფეხბურთს, ისე პროფესიულ დონეს.

ძალიან ძნელია, საქართველოში იპოვო სპეციალისტი, თანაც, ოთხი შვილის მამა, რომელსაც ოჯახი სახლიდან გაეშვას და... გუნდისთვის შეკრება საკუთარ სახლში მოეწყოს. ასევე, ან სადღაც საამქროში დაემზადებინოს სპეციალური "კედელი" და თბილისის იმ ეზოებში მიეტანოს, სადაც მისი შეგირდები ცხოვრობდნენ, ბიჭებს კარგად რომ ევარჯიშათ...

ფაქტია - ასეთი სპეციალისტი დღეს უმუშევარია. არადა, მისი აღზრდილი ფეხბურთელები
ძალიან თავისებური, ტექნიკური მანერით გამოირჩევიან. სხვადასხვა დროს მათ დევდარიანის მეშვეობით შეაღეს დიდი ფეხბურთის კარი - ვაკო ყაზაიშვილმა, გიორგი ჭანტურიამ, დავით ხოჭოლავამ, გოჩა ხოჯავამ, სანდრო იაშვილმა... სხვებმაც.

გიორგი დევდარიანთან ინტერვიუ გაზეთმა "ლელომ" ჩაწერა.

- ბატონო გიორგი, გსურდათ, კიდევ ერთხელ შეგეკრიბათ ნიჭიერი ბავშვები და მათთვის დიდ ფეხბურთში შესასვლელად გაგეწიათ დახმარება...

- სამწუხაროდ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, არანაირი ინტერესი არ ყოფილა. სახლში ჯდომას არ ვარ მიჩვეული. შეიძლება ითქვას, კარდაკარ ვიარე, მაგრამ ვერ ვნახე ვერანაირი ინტერესი. ასეთია ვითარება ამჟამად.

- ახლა ბავშვებსაც აღარ ავარჯიშებთ?

- არა, აბსოლუტურად ჩამოშორებული ვარ ფეხბურთს. სახლში ვზივარ...

ინტერვიუს გაგრძელება იხილეთ LELO.GE-ზე
მკითხველის კომენტარები / 5 /
მეზიზღება საქართველოს ნებისმიერ სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთა ურდო (კომსომოლა,მოქკავშირა,ნაც-ქოცები)
ALONZO
12:54 09-06-2018
0
გამოიღვიძე ტორპედო დაასაქმეთ ეს კაცი....აკადემიაში მიეცით თავისუფლება და ორ წელში იქნება ადგილზე ძლიერი აკადემია....ნორმალური ახალგაზრდა ლეგიონერი...რეკლამა..მეტი რაა ფეხბურთი..
ედუარდ ზარანდია
21:44 17-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული