გიორგი დევდარიანი: არსად არ გამოჩნდა ჩემი ადგილი... გამოდის, მე დამინგრევია ქართული ფეხბურთი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემადგენლობას რომ გადახედო, თვალში გეცემა იმ ფეხბურთელთა სიმრავლე, რომლებსაც სხვადასხვა დროს გიორგი დევდარიანის ხელში გაუვლიათ. დევდარიანს ვიცნობთ, როგორც წარმატებულ მწვრთნელს - ეს ეხება როგორც ბავშვთა ფეხბურთს, ისე პროფესიულ დონეს.

ძალიან ძნელია, საქართველოში იპოვო სპეციალისტი, თანაც, ოთხი შვილის მამა, რომელსაც ოჯახი სახლიდან გაეშვას და... გუნდისთვის შეკრება საკუთარ სახლში მოეწყოს. ასევე, ან სადღაც საამქროში დაემზადებინოს სპეციალური "კედელი" და თბილისის იმ ეზოებში მიეტანოს, სადაც მისი შეგირდები ცხოვრობდნენ, ბიჭებს კარგად რომ ევარჯიშათ...

ფაქტია - ასეთი სპეციალისტი დღეს უმუშევარია. არადა, მისი აღზრდილი ფეხბურთელები
ძალიან თავისებური, ტექნიკური მანერით გამოირჩევიან. სხვადასხვა დროს მათ დევდარიანის მეშვეობით შეაღეს დიდი ფეხბურთის კარი - ვაკო ყაზაიშვილმა, გიორგი ჭანტურიამ, დავით ხოჭოლავამ, გოჩა ხოჯავამ, სანდრო იაშვილმა... სხვებმაც.

გიორგი დევდარიანთან ინტერვიუ გაზეთმა "ლელომ" ჩაწერა.

- ბატონო გიორგი, გსურდათ, კიდევ ერთხელ შეგეკრიბათ ნიჭიერი ბავშვები და მათთვის დიდ ფეხბურთში შესასვლელად გაგეწიათ დახმარება...

- სამწუხაროდ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, არანაირი ინტერესი არ ყოფილა. სახლში ჯდომას არ ვარ მიჩვეული. შეიძლება ითქვას, კარდაკარ ვიარე, მაგრამ ვერ ვნახე ვერანაირი ინტერესი. ასეთია ვითარება ამჟამად.

- ახლა ბავშვებსაც აღარ ავარჯიშებთ?

- არა, აბსოლუტურად ჩამოშორებული ვარ ფეხბურთს. სახლში ვზივარ...

ინტერვიუს გაგრძელება იხილეთ LELO.GE-ზე
მკითხველის კომენტარები / 5 /
მეზიზღება საქართველოს ნებისმიერ სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთა ურდო (კომსომოლა,მოქკავშირა,ნაც-ქოცები)
ALONZO
09 ივნისი 2018 12:54
0
გამოიღვიძე ტორპედო დაასაქმეთ ეს კაცი....აკადემიაში მიეცით თავისუფლება და ორ წელში იქნება ადგილზე ძლიერი აკადემია....ნორმალური ახალგაზრდა ლეგიონერი...რეკლამა..მეტი რაა ფეხბურთი..
ედუარდ ზარანდია
17 მაისი 2018 21:44
0
მარტლაც რო გიოს დამსახურება რო დგეს ნახევარი ეროვნული ნაკრები მისი წკალობიტ არის მე ტვიტონ ვტამასობდი და ვიცი რა პროფესიონალია, და მორწმუნე კაცია, და დგეს უგუნდოდ არ უნდა იკოს გიო
kala
17 მაისი 2018 17:49
1
sheni dila iko superi esetebi ro agar arian magito etkvneba patroni kartul pexburts
!!!!!
17 მაისი 2018 16:31
0
სამაგიეროდ ,,მეოცნებე" ქევხიშვილს სამი თანამდებობა აქვს და შესაბამისი ზემდგომები მზად არიან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა გადააყოლონ მას... ეს კიდე არველაძეების ძმაკაია, რომელსაც წინა მთავრობა წყალობდა მეტ-ნაკლებად და ახლა ვიღას რაში ჭირდება... ვაი საწყალო ქვეყანა საით მიექანები.....
guga
17 მაისი 2018 16:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული