ბუბა დაუშვილმა და ომარ მიგინეიშვილმა "სამტრედია" დატოვეს?

AutoSharing Option
"სამტრედია" შესაძლოა, გუნდის კაპიტანმა ბუბა დაუშვილმა და მეკარე ომარ მიგინეიშვილმა დატოვონ.

კლუბში ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ორივე ფეხბურთელი იმერულ კლუბში კვლავ ირიცხება.

თუმცა, მათივე თქმით, არ არის გამორიცხული, როგორც დაუშვილის, ისე მიგინეიშვილის წასვლის საკითხი განიხილონ.

აღნიშნულ ფეხბურთელთა წასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ერთ-ერთ კომენტარში ბუბა დაუშვილმა დაადასტურა, რომ "სამტრედია" დატოვა, თუმცა ამის მიზეზებზე არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ბადრი კვარაცხელიას გუნდი კიდევ ერთ ფეხბურთელ ჰენრი ნდონგსაც გამოეთხოვა, რომელთანაც კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.

▶ "სამტრედიამ" და
ჰენრი ნდონგმა ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტი გაწყვიტეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
Dzalian katgi ambavia. samagierod centrforvardi vaxo kuruladze da mekare patrika shalambovski mokavt evroligiza.
Iloreli
14:22 23-05-2018
0

სიახლეები პოპულარული