
გუშინ, საფეხბურთო კლუბმა "რუსთავმა" ახალი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში გამართა.
შეგახსენებთ, ხვალ, 24 მაისს საფეხბურთო კლუბი "რუსთავი" გათამაშების ლიდერს, "საბურთალოს" დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.
ვლადიმერ გაზაევთან ერთად გუნდი დატოვა 4–მა ოსმა ფეხბურთელმა: ტარას ცარიკაევმა, ბათრაზ ხადარცევმა, გეორგი გაბულოვმა და ალბერტ ცხოვრებოვმა.