ფოთის "კოლხეთისა" და "რუსთავის" მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა. ამ შეხვედრის შემდეგ ვარლამ კილასონიას გუნდს 16 ქულა მოუგროვდა და მე-6 პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება "კოლხეთს", მას 14 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება.
მეორე შეხვედრა გორში შედგა, რომელშიც ერთმანეთს "დილა" და "სამტრედია" დაუპირისპირდნენ.
გიორგი დარასელიას გუნდმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. გორელები 36-ე წუთზე ისიფუ ლამპეტიმ დააწინაურა, მიკოლა კოვტალიუკმა პირველი ნახევრის ბოლომდე სხვაობა ორამდე გაზარდა, ლევან ნონიკაშვილმა კი 75-ე წუთზე საბოლოო ანგარიში
"დილას" 30 ქულა აქვს და ლიდერ "საბურთალოს" 1 ქულით ჩამორჩება, "სამტრედია" კი 9 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.