დღეს წილისყრაა - ქართული კლუბების სავარაუდო და სასურველი მეტოქეები ევროთასებზე

AutoSharing Option
დღეს, 14:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის და ხვალ 20 ივნისს, 15:00 საათზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.

უეფამ სავარაუდო მეტოქეების სია შეამცირა - ვინ შეიძლება შეხვდეთ ქართულ გუნდებს, იხილეთ სტატიაში.

აქვე გეტყვით, რომ განთესილთა შორის მხოლოდ თბილისის "დინამოა".

ქუთაისის "ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე არიან:

  • "აპოელი" - კვიპროსის ქალაქ ნიქოზიის გუნდია. ის ადგილობრივ პირველობაზე ჩემპიონი გახდა. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 20.79 მილიონ ევროს შეადგენს.
  • "ყარაბაღი" - ჩვენთვის ნაცნობი მეტოქე, აზერბაიჯანის ჩემპიონი და წინა წლის ჩემპიონთა ლიგის
    ჯგუფური ეტაპის მონაწილეა. წინა სეზონში აზერბაიჯანულმა კლუბმა ორი ფრე ითამაშა მადრიდის "ატლეტიკოსთან". კლუბის სატრანსფერო ღირებულება 13.46 მილიონ ევროს შეადგენს.
  • "შერიფი" - მოლდოვის ქალაქ ტირასპოლის გუნდია. ის ადგილობრივ პირველობაზე ჩემპიონი გახდა. კლუბის სატრასფერო ღირებულება 9.36 მილიონ ევროს შეადგენს.
  • "ნიუ საინთსი" - ყველაზე სასურველი მეტოქეა, რომელიც უელსის ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდია. ადგილობრივ ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა. კლუბის სატრანსფერი ღირებულება 1.35 მილიონ ევროს შეადგენს.
  • "ვიდეოტონი" - უნგრეთის ქალაქ სეკეშფეხერვარის გუნდია. ეს კლუბი წელს ოქროსმედალოსანი გახდა. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 11.30 მილიონ ევროს შეადგენს.
  • ქუთაისის "ტორპედოს" სატრანსფერო ღირებულება შეადგენს 4.41 მილიონ ევროს.

ევროპა ლიგაზე განთესილი თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები არიან:

  • "პროგრესი" - ლუქსემბურგის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 1.96 მილიონ ევროს შეადგენს.
  • "შიროკი" - ბოსნია და ჰერცოგოვინას მეოთხეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 6.35 მილიონ ევროს შეადგენს.
  • "შკუპი" - მაკედონიის მეოთხეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 3.04 მილიონ ევროს შეადგენს.
  • სასურველი მეტოქე - "შტუმბრასი" - ლიეტუვას მეხუთეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 1.53 მილიონ ევროს შეადგენს.
  • "დუნაისკა სტრედა" - სლოვაკეთის მესამეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 4.93 მილიონს შეადგენს.
  • თბილისის "დინამოს" სატრანსფერო ღირებულება 4.64 მილიონია.

"სამტრედიის" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შესაძლო მეტოქეები არიან:

  • "მარიბორი" - სლოვენიის მეორეადგილოსანი გუნდია. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველობა ბურთების სხვაობით დათმო. მეტოქეს მასთან შედარებით 4 ბურთი ჰქონდა პლუსში. კლუბი სატრანსფერო ღირებულება 11.16 მილიონია.
  • სასურველი მეტოქე - "ტრენჩინი" - სლოვაკეთის მეხუთეადგილოსანი გუნდია. წინა წელს ამ კლუბმა ევროთასებიდან ქუთაისის "ტორპედო" გამოთიშა. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 5.40 მილიონია.
  • "ვიტორული" - რუმინეთის მეოთხეადგილოსანი გუნდია. მისი სატრანსფერო ღირებულება 13.68 მილიონია.
  • "ნეფთჩი" - აზერბაიჯანის მესამეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 4.75 მილიონია.
  • "ტობოლი" - წინა სეზონის ყაზახეთის მეხუთეადგილოსანი გუნდია. კლუბის ღირსებას საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი იცავენ. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 8.69 მილიონია.
  • "სამტრედიის" სატრანსფერო ღირებულება 2.54 მილიონს შეადგენს.

საჩხერის "ჩიხურას" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სავარაუდო მეტოქეები არიან:

  • "ლეხი" - პოლონეთის მესამეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 15.32 მილიონია.
  • "ბეითარი" - ისრაელის მეორეადგილოსანი გუნდია. მისი სატრანსფერო ღირებულება 11.05 მილიონია.
  • "რადნიკი" - სერბეთის მეოთხეადგილოსანი გუნდია. მისი სატრანსფერო ღირებულება 7.54 მილიონია.
  • "ლევსკი" - ბულგარეთის მესამეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 14.96 მილიონია.
  • სასურველი მეტოქე - "ირტიში" - წინა სეზონის ყაზახეთის მესამეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 5.94 მილიონია.
  • "ზელჯეჩინარი"- ბოსნია და ჰერცოგოვინას მეორეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 6.98 მილიონია.
  • "ჩიხურას" სატრანსფერო ღირებულება 2.66 მილიონია.

ფასები მოცემულია გერმანული გამოცემა "ტრანსფერმარკეტის" მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 14 /
შერიფს ვხვდებით მოლდოვა
0
უარი ვთქვათ პროტესტის ნიშნად. სანამ წულუკიანს არ მოხსნიან-არ ვითამაშებთ. ასე ჯობია, არც ევროპაში და არც შიდაზე.
ჰაჰა
13:38 19-06-2018
5

სიახლეები პოპულარული