მარეკ ჰლინკა აქამდე ჩეხეთის უმაღლეს დივიზიონში "ბანიკ ოსტრავას" ღირსებას იცავდა, სადაც ბოლო ორი სეზონი დაჰყო. აღსანიშნავია, რომ ჰლინკას 100%-იანი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ადგილობრივ ჩემპიონატში შესანიშნავად ასპარეზობდა.
სლოვაკი ნახევარმცველი "ტორპედოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. როგორც ჩეხბური გამოცემა isport.blesk.cz წერს, "ბანიკ ოსტრავას" სპორტულ დირექტორს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა, თუმცა ფეხბურთელმა ქართული გუნდი არჩია.
თვითონ ფეხბურთელი თავის გადაწყვეტილებას ჩეხურ გამოცემასთან ასე ხსნის:
"ჩეხური კლუბის მენეჯმენტს ავუხსენი, რომ საინტერესო შემოთავაზება
საქართველოს ეროვნული ლიგა არ არის ისეთი, როგორიც ჩეხურია, თუმცა ადგილობრივ ჩემპიონატში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ და შესანიშნავი გულშემარტკივრები ჰყავთ. მწვრთნელმა მითხრა, რომ ესაჭიროებოდა ფეხბურთელი, რომელიც ნახევარდაცვის ხაზს გააძლიერებდა".
მარეკ ჰლინკას აქამდე მხოლოდ ჩეხურ და სლოვაკურ გუნდებში უთამაშია. რაც შეეხება ნაკრებს, ის სლოვაკეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, თუმცა მთავარ გუნდში ჯერ გამოცდილება არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე ტირასპოლის "შერიფი" იქნება.
კახა ჩხეტიანი: ერთი სიტყვით, "შერიფი" რთული მეტოქეა!
ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია
მოლდოვის ჩემპიონი და ევროპა ლიგის გუნდი - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე