
"ჩვენი გუნდის ღირსებას მცველი, გიორგი ჯგერენაია და ფორვარდი, ლაშა კუჭუხიძე დაიცავენ.
ჯგერენაია სამტრედიაში "ნორჩი დინამოდან" მოვიდა. მანამდე ის "გაგრას", კიევის "დინამოს", "მიკოლაივის" (უკრაინა) და "მარიუპოლის" (უკრაინა) ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება კუჭუხიძეს, მისი ბოლო კლუბი ქუთაისის "ტორპედოა", რომლის რიგებშიც გასულ წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა. კუჭუხიძემ 2011-დან 2014 წლის ჩათვლით მარტვილის "მერანში" ითამაშა. შემდეგ ორი სეზონი საჩხერის "ჩიხურაში" და ბოლოს, "ტორპედო".
ორივე ფეხბურთელი უკვე გუნდშია და მოახლოებული მატჩებისთვის ემზადება.
სამტრედიის საფეხბურთო კლუბი განაგრძობს გაძლიერებას".