მარეკ გლინკა: მჯერა, "ტორპედოს" წარმატების მიღწევაში დავეხმარები

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ გლინკა დაიმატა, რომელმაც კლუბთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

Sportall.ge სლოვაკს დავუკავშირდა და სხვადასხვა საინტერესო თემაზე ესაუბრა.

- პირველ რიგში, რატომ გადაწყვიტეთ ქუთაისის "ტორპედოში" თამაში და რა იცით კლუბის შესახებ?
- ძალინ ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ჩემპიონ გუნდში ვითამაშებ. მე იმიტომ ავირჩიე "ტორპედო", რომ ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს. ეს არის ამბიციური კლუბი და ყოველთვის იბრძვის დიდი მიზნებისთვის.

- რა იცოდით აქამდე საქართველოს შესახებ და როგორ შეაფასებდით ჩვენს ჩემპიონატს?
- როცა "ბანსკა ბისტრიცაში" ვიყავი, ქართული გუნდის წინააღმდეგ მითამაშია. მაშინ
ევროპა ლიგის შესარჩევში "ზესტაფონს" დავუპირისპირდით. გარდა ამისა, საქართველოს ჩემპიონატზე ინფორმაცია პიტერ გრაიციარისგან მქონდა, რომელსაც თბილისის "დინამოში" უთამაშია.

- "ტორპედო" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში იღებს მონაწილეობას. როგორ შეაფასებდით შანსებს?
- "შერიფი" კარგი გუნდია. მათ უთამაშიათ ევროპა ლიგაზე და კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩვენც გვყავს კარგი გუნდი და მე მჯერა, რომ შემდეგ რაუნდში გავალთ.

- როგორ იასპარეზებს მარეკ გლინკა "ტორპედოში"?
- მჯერა, რომ ძალიან კარგად ვითამაშებ და "ტორპედოს" წარმატების მიღწევაში დავეხმარები.

- "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს თუ ესაუბრეთ და გაიცანით თუ არა უკვე ფეხბურთელები?
- მთავარმა მწვრთნელმა კარგად მიმიღო და მითხრა, რომ მე მას ვჭირდებოდი. მოთამაშეები მატჩისთვის ემზადებოდნენ, ამიტომ მხოლოდ მივესალმე მათ.

- რას გვეტყვით თქვენი კარიერის შესახებ და რა არის ამ ეტაპზე თქვენი საფეხბურთო ოცნება?
- ჩემი კარიერა "ბანსკა ბისტრიცაში" დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე კლუბში ვიყავი. ესენი იყვნენ: პრაღის "დუკლა", ტრნავის "სპარტაკი", "სკალიცა" და "ბანიკ ოსტრავა". ამ ეტაპზე ჩემი ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატის მოგება.

- საქართველოს ნაკრებს სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი წვრთნის. ხომ არ იცნობთ და როგორ შეაფასებდით მას?
- ვლადიმირ ვაისი ძალიან კარგი მწვრთნელია. მან გაიყვანა "არტმედია პეტრზალკა" და ბრატისლავის "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგაზე. რამდენჯერმე შევხვედრივარ მას. ის ძალიან კარგ ფეხბურთს ათამაშებს თავის გუნდებს.

altსურინამელი, გვინეელი, ბულგარელი, ჩინელი და ნიგერიელი - "ტორპედო" ფეხბურთელებს იმატებს

altსენეგალელი და 3 ქართველი - "ტორპედო" ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს

alt"ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს - უკრაინელი ახალწვეული ქუთაისში

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისეთ გუნდებში უთამაშია საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელი უნდა იყოს, იმედია კარგად წარმოაჩენს თავს. წარმატებები
roma
17:58 29-06-2018
2

სიახლეები პოპულარული