"სამტრედიას" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს მატჩებში გია ცეცაძე გაწვრთნის

AutoSharing Option
"სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე საქართველოს 21-წლამდელთა თავკაცი გია ცეცაძე იმუშავებს.

ამის შესახებ ინფორმაცია სფფ-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" თხოვნა, რის შედეგადაც, გია ცეცაძე 2018 წლის ევროპა ლიგისთვის "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იმუშავებს.

კლუბს, მწვრთნელსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმების საფუძველზე, გია ცეცაძე სამტრედიაში სანაკრებო პაუზისას იმუშავებს, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრებს მომდევნო შეკრებისთანავე დაუბრუნდება.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა საფეხბურთო კლუბმა "სამტრედიამ", რათა ევროპა ლიგისთვის დროებით კლუბში ემუშავა გია ცეცაძეს, რომელიც, მოგეხსენებათ, 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი
მწვრთნელია.

მწვრთნელთან მოლაპარაკებების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით, ახალგაზრდულის შეკრებამდე, გიას ემუშავა "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, რადგან კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, მათთვის ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირის მოსამზადებელ ეტაპზე.

ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყველა კლუბს მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რადგან მათი წინსვლა მთლიანად ქართული ფეხბურთის წარმატებაა", - აღნიშნა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიელები ევროპა ლიგის პლეი-ოფში ყაზახურ "ტობოლს" დაუპირისპირდებიან, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები - ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა თამაშობენ. პირველი მატჩი 10 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

altბადრი კვარაცხელია "სამტრედიადან" წასვლაზე: ვფიქრობ, ეს პროცესები იყო მართული

altევროტურნირების დაწყებამდე 10 დღით ადრე "სამტრედია" მწვრთნელის გარეშე დარჩა

alt"ტობოლი" ქართველების იმედზე - რას წარმოადგენს "სამტრედიის" მეტოქე

მკითხველის კომენტარები / 9 /
ცეცაძე კი არა ფეოლა სანტანა და ფერგიუსონი ერთად აღებული ვერ უშველის ქართულ გუნდებს და განსაკუთრებით სამტრედიას ისე ერთი პლიუსი კი აქვს სამტრედიის თამაშს ჩვენი ჯიბეებისთვის დაუწერე წაგება შინ და გარეთ და პაწა პურის ფულს იშოვი კაცი
dato
04 ივლისი 2018 12:35
2
ნეტავ როდის მივხვდებით რომ თავზე გვენგრევა ყველაფერი? ესეთი სისულელე პირველად გავიგე და ვნახე.სამტრედიამ ხომ დაკარგა თავმოყვარეობა და ეს ფედერაცია რას ფიქრობს და რას აკეთებს ვერ გავიგე.
Dragonfly
03 ივლისი 2018 21:15
1
იქ ხომ სახელს ნახავთ
rene
03 ივლისი 2018 16:32
1
საერთოდ კლუბების მენეჯმენტი,არის უვარგისი,ჯერ ლოკომოტივი რას ერჩოდა დევდარიანს,როგორ შეძლებენ მწვრთნელები ერთ თვეში გუნდის გაკეთებას,მთლად რომ ნეიმარი და რონალდუ რომ ჩამოიყვანო,ერთად ერთი დინამო თბილისი არის,შედარებით ნორმალურად,რომ მართავენ გუნდს,ყველა კლუბი უნდა გახდეს კერძო არ უნდა ძალით გუნდების შენარჩუნება,სად აფინანსებს სახელმწიფო გუნდებს ოჯახ აშენებულებო,ევროპა ლიგა არა,საერთოდ არ ითამაშონ არ ჯობია,მეპატრონე რომ თავის ფულს დაკარგავს არასწორი მართვით მერე ნახონ აბა ახლა,სახელმეიფოს ფული ფეხებზე არჰკიდიათ?
გოჩა
03 ივლისი 2018 16:28
0
ცეცაძე თუ გიშველით კი ბატონო, მაგრამ რაღაც არა მგონია ეგ მე!!!
ბაკური
03 ივლისი 2018 14:14
0
fexburtelebi tuaryavs samtredias cecadzem rogorunda ushvelus klubs?
romandro
03 ივლისი 2018 14:11
1
ქართული ფეხბურთის სრული კრახი... თითქმის ერთი წელია ცნობილია ევროთასებზე რომელი კლუბები ითამაშებენ და არც ერთი მათგანი არაა მომზადებული გათამაშებისათვის.. დროებითი მწვრთნელითა და გათამაშებამდე ერთი კვირით ადრე მოწვეული ფეხბურთელებით რა შედეგს ველით? დანაშაულია ამდენი დრო გქონდეს მოსამზადებლად და სრული ქაოსით გადიოდე მოედანზე.
კახა
03 ივლისი 2018 13:34
0
ძლივს რაღაც პოზიტიური გამოჩნდა - გასული წლის საუკეთესო ქართველი მწვრთნელი დაეხმარება "სამტრედიას". წარმატებები ბ-ნ გიას, "სამტრედიას" და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს!
გუჯა კახაძე
03 ივლისი 2018 13:27
1
ეს კარგია მარა გია ვერ გავა მინდორზე.
samtredski
03 ივლისი 2018 12:54
1

სიახლეები პოპულარული