"სამტრედიას" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს მატჩებში გია ცეცაძე გაწვრთნის

AutoSharing Option
"სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე საქართველოს 21-წლამდელთა თავკაცი გია ცეცაძე იმუშავებს.

ამის შესახებ ინფორმაცია სფფ-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" თხოვნა, რის შედეგადაც, გია ცეცაძე 2018 წლის ევროპა ლიგისთვის "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იმუშავებს.

კლუბს, მწვრთნელსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმების საფუძველზე, გია ცეცაძე სამტრედიაში სანაკრებო პაუზისას იმუშავებს, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრებს მომდევნო შეკრებისთანავე დაუბრუნდება.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა საფეხბურთო კლუბმა "სამტრედიამ", რათა ევროპა ლიგისთვის დროებით კლუბში ემუშავა გია ცეცაძეს, რომელიც, მოგეხსენებათ, 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი
მწვრთნელია.

მწვრთნელთან მოლაპარაკებების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით, ახალგაზრდულის შეკრებამდე, გიას ემუშავა "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, რადგან კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, მათთვის ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირის მოსამზადებელ ეტაპზე.

ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყველა კლუბს მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რადგან მათი წინსვლა მთლიანად ქართული ფეხბურთის წარმატებაა", - აღნიშნა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიელები ევროპა ლიგის პლეი-ოფში ყაზახურ "ტობოლს" დაუპირისპირდებიან, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები - ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა თამაშობენ. პირველი მატჩი 10 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

altბადრი კვარაცხელია "სამტრედიადან" წასვლაზე: ვფიქრობ, ეს პროცესები იყო მართული

altევროტურნირების დაწყებამდე 10 დღით ადრე "სამტრედია" მწვრთნელის გარეშე დარჩა

alt"ტობოლი" ქართველების იმედზე - რას წარმოადგენს "სამტრედიის" მეტოქე

მკითხველის კომენტარები / 9 /
ცეცაძე კი არა ფეოლა სანტანა და ფერგიუსონი ერთად აღებული ვერ უშველის ქართულ გუნდებს და განსაკუთრებით სამტრედიას ისე ერთი პლიუსი კი აქვს სამტრედიის თამაშს ჩვენი ჯიბეებისთვის დაუწერე წაგება შინ და გარეთ და პაწა პურის ფულს იშოვი კაცი
dato
12:35 04-07-2018
2
ნეტავ როდის მივხვდებით რომ თავზე გვენგრევა ყველაფერი? ესეთი სისულელე პირველად გავიგე და ვნახე.სამტრედიამ ხომ დაკარგა თავმოყვარეობა და ეს ფედერაცია რას ფიქრობს და რას აკეთებს ვერ გავიგე.
Dragonfly
21:15 03-07-2018
1

სიახლეები პოპულარული