ქუთაისის "ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა. ეროვნული ლიგის ჩემპიონი კლუბის მაისურს 27 წლის სენეგალელი ნახევარმცველი, არფანგ დაფე მოირგებს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური Facebook გვერდი აქვეყნებს.

სენეგალელმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დაფესთვის საქართველო უცხო არ არის. მან გასულ წელს ფოთის "კოლხეთის" შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც კარიერა ირანში, კერძოდ "პაიკანში" გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ "კოლხეთში" გადასვლამდე დაფე მადრიდის "ატლეტიკოს" მეორე გუნდში თამაშობდა.

წელს, ირანის ჩემპიონატში დაფემ 21 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

altევროტურნირებამდე ერთი

კვირით ადრე: რა ხდება ქართულ კლუბებში

altქუთაისის "ტორპედო" ტირასპოლის "შერიფს" საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს

altქუთაისის "ტორპედოს" რიგებს 24 წლის უკრაინელი მცველი დაემატა

altქუთაისის "ტორპედომ" 24 წლის ბულგარელი მცველი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული