მიხეილ ხუციშვილი: ოთარ კიტეიშვილს ევროთასების შემდეგ კონკრეტული შეთავაზება ექნება

AutoSharing Option
"დინამო თბილისისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მალე სათამაშოდ შესაძლოა უცხოეთში გადავიდეს.

ამის შესახებ Sportall.ge-ს "სმარტბალ სპორტს მენეჯმენტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ ხუციშვილმა განუცხადა.

"ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერზე ვმუშაობთ და მალე ყველაფერი გაირკვევა. რამდენიმე ვარიანტი არის და წესით, ყველაფერს ნათელი უეფას ტურნირების შემდეგ უნდა მოეფინოს.

სერიოზული დაინტერესებაა პორტუგალიის უმაღლესი, ხოლო გერმანიისა და ესპანეთის მე-2 ლიგებიდან.

უეფას ტურნირების მერე, ალბათ, იქნება კონკრეტული შეთავაზება და "დინამოსთანაც" მოვილაპარაკებთ", - აღნიშნა ხუციშვილმა.

altმიხეილ ხუციშვილი: იხვეწება კაცი, ქართულ ფეხბურთში მინდა ფულის დახარჯვაო და...

altკიდევ ერთი ქართველი

"სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ვითომმდა აგენტებმა პირად გამდიდრებისთვის საქართველოში ფეხბურთი გაანადგურეს
gaga
09:35 13-07-2018
1
ანუ დინამო სექტემბრამდე ისევ დაიშლება.. როდემდე უნდა ვიყოთ ასე?
ქუთაისელი
08:03 13-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული