რევაზ ძოძუაშვილის ნაცვლად ფოთის "კოლხეთს" რობერტო ლანდი გაწვრთნის

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გადაყენებული რევაზ ძოძუაშვილის ნაცვლად, რომელიც 2 დღე იყო გუნდის მწვრთნელი, "კოლხეთს" იტალიელ რობერტო ლანდის ჩააბარებენ. სტაჟიან გულშემატკივრებს გეხსომებათ, ის დიდი ნოდარ ახალკაცის დროს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი იყო.

"გუშინ მილანში ფოთის ,,კოლხეთი 1913''-ის ხელმძღვანელები ცნობილ იტალიელ მწვრთნელს რობერტო ლანდის შეუთანხმდნენ, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოფრინდება და ფოთელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება.

აქტიური ფეხბურთელობისას იგი მეკარე იყო და მშობლიური "პიაჩენცას", "მოდენას", "რიმინისა" და "სიენას" გუნდებში უთამაშია. ასევე დაუცავს სამხრეთ აფრიკული ,,კაიზერ ჩიფსის'', კანადური ,,ვანკუვერ უაიტკეპსის'' და აშშ-ს
გუნდების ჩიკაგოს ,,სტინგის'' და ნიუ-იორკის ,,კოსმოსის'' ღირსება.

მწვრთნელობისას ლანდი 1998-2000 წლებში სათავეში ედგა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს. ასევე ხელმძღვანელობდა ანალოგიური ასაკის ლიტვისა და კატარის ნაკრებ გუნდებს. საკლუბო დონეზე უმუშავია უნგრეთში, რუმინეთში, შოტლანდიასა და ბელგიაში. 1990 და 1994 წლების მსოფლიო ჩემპიონატებისათვის ლანდი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გუნდის მეკარეებს ამზადებდა. 2011 წელს ლიბერიული ფეხბურთის ლეგენდის, ჟორჟ ვეას რეკომდაციით დაინიშნა ამავე ქვეყნის პირველი ნაკრების მთავარ მწვრთნელად, სადაც 2 წელი იმუშავა. 2014-2015 წლებში ლანდი ფიფას სამწვრთნელო პროგრამის კონსულტანტად მუშაობდა.

გუნდის ხელმძღვანელობის მიერ ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი, რომლის თარიღიც სავარაუდოდ ხვალ დაზუსტდება".

altრევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...

altრევაზ ძოძუაშვილი "კოლხეთის" მწვრთნელად დანიშვნიდან 48 საათში მოხსნეს

მკითხველის კომენტარები / 16 /
შვიშტოკა რა ოპერატიულად ჩავიდა ფოთში 2 დღე არაა ცოტა
კოლა
30 ივლისი 2018 09:37
0
komblev cxvrebs mixede cxvrebs
zuri
30 ივლისი 2018 07:27
1
komble midi shens cxvrebs mixede
zuri
30 ივლისი 2018 07:16
0
ლანდების გვარი ისტორიულად ფოთიდან მოდის
Zorbegi
30 ივლისი 2018 00:43
4
ჭალადიდიდან არიან, ლანდიებია. იტალიაში არეულობის შემდეგ არის წასული ლუკმაპურის საშოვნელად, კახიმ "გაუჩალიჩა". შეთავსებით, ფოთის იტალიურ აკადემიაში, იტალიურ ენასაც ასწავლის. ეხლა ხომ პრიჩინა არ გექნებათ მეგრელებს.
ფოთელია კაცი.
30 ივლისი 2018 05:42
3
ძოძუასვილი ძალიან მაგარია მაგრამ, ლანდი ბევრად ჯობია, ჯერ ერთი იმით, რომ ნასკებს არ იცმევს, მეორე ახალგაზრდაა და მესამე, ამ კაცს დიდი ტურნირები აქვს მოგებული, ამბობენ ათიდან შვიდს დუშაშს სვავსო.
რეზო კიდე, ხომ ხედავთ ყველა ამბობს ტოტალიზატორი და რამე რუმეო, მოეგო და თუნდაც წრეში ბურთი ეთამაშა, ან დურაკა.
მარა ქართველს ხომ არსად და არაფერში ვაკარებთ, არ გინდოდათ ძოძუასშვილი?
ხოდა გაისად ფოთის კულხეთს, ხევსურეთის ერთ-ერთ სოფლის გუნდთან რომ მოუწევს თამაში, მერე ნუ იჩხავლებთ.
კ ო მ ბ ლ ე
29 ივლისი 2018 23:34
10
საერთოდ რა შედეგებზე და ქართველ უცხოელობაზე საუბრობთ? ძოძუაშვილს სულ რომ ლიგა მოეგო წნორის მილანით, ფეხბურთს საერთოდ არ უნდა გააკარო... ყველამ იცის რომ კაცი თავიდან ფეხებამდე გასვრიალია ტოტალიზატორებში და ყომარებში და მაინც ფეხბურთში უნდოდათ შეტენვა... ცოტა დაფიქრდით რა რას წერთ? თუ არ გჯერათ ამის კორუმპირებულობის?
ყურადღება
29 ივლისი 2018 21:53
4
ორ წელიწადში, ევროტურის ჩემპიონს თუ არა, ფინალისტს მაინც გახდის. დღეს ქართველს, იტალიელი კი არა, ახალი "თაობის" აზრით, ძუკნა ძაღლიც სჯობს.
გიორგი. არ დამბლოკოთ.
29 ივლისი 2018 20:57
4
ძოძუაშვილს ბევრად ჯობია თუ ნაკლებად შემოდგომით წიწილებს რომ დავითვლით მერე გამოჩნდება,ფირმა ტრენერი.
maxo
29 ივლისი 2018 20:54
3
იტალიელი რაღა იყო ახლა, გოლანდიელი მაინც ჩამოგეყვანათ! ;)
ვვვ
29 ივლისი 2018 19:51
8
და ძოძუაშვილს რითი ჯობია ეგ ვერ გავიგე.ძოძუაშვილმა ლატვიელი ფეხბურთის უცოდინარი ერი ევროპაზე ათამაშა. რაც ჩვენთვის უბრალოდ ოცნების საგანია დღესაც.და ამ ლანდის რა აქ გაკეთებული ფეხბურთსი არც არაფელი.
zaza
29 ივლისი 2018 19:47
15
ხოდა ნაკრები დავნიშნოთ. ფოთში არ გვჭირდება
Esteban Granero
29 ივლისი 2018 20:08
6

სიახლეები პოპულარული