ეროვნული ლიგა. XX ტური: "საბურთალომ" "კოლხეთს" უპრობლემოდ სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-20 ტურში ლიდერმა "საბურთალომ" ფოთის "კოლხეთი" ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე 3:1 დაამარცხა.

სამწუხაროდ "კოლხეთმა" ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო. ერთადერთი სასიხარულო ფაქტი ამ შეხვედრაში ის გახლდათ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის მატჩი ფოთში ჩატარდა.

ფოთელთა გუნდში რუსი მეკარის დენის კნიგას და ბრაზილიელი ნახევარმცველის ლუიზინიო მელოს დებიუტი შედგა, ხოლო "საბურთალოში" პირველად ითამაშა ფორვარდმა ვლადიმერ დვალიშვილმა.

ფოთი. "ფოთი არენა".
კოლხეთი - საბურთალო 1:3
გოლები: 0:1 ვაგნერ გონსალვეში (31), 0:2 ვაგნერ გონსალვეში (44), 0:3 გურამ გოშთელიანი (62), 1:3 ილია მიხალიოვი (83)

კოლხეთი
(4-2-3-1): დენის კნიგა, ზაურ კერელეიშვილი, ირაკლი ციკოლია, კირილო დოროშენკო, მურად აფხაზავა, ლუიზინიო მელო (თამაზ შალიკაშვილი 76), იმედა აშორტია (ლაშა მჭედლიშვილი 46), ილია მიხალიოვი (კ), პატერსონ კაბორე, ლუკა იმნაძე, ვლადიმირ გოგბერაშვილი (ვალიკო ტყემალაძე 51)

მთ. მწვრთნელი: რობერტო ლანდი

საბურთალო (4-4-2): ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია (ნიკოლოზ მალი 46), გურამ გოშთელიანი (ვლადიმერ დვალიშვილი 63), გიორგი კოხრეიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში (დავით ვოლკოვი 70), გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფოთელებს ვულოცავ საკუთარ მოედანზე დაბრუნებას და ვუსურვებ კარგ თამაშს.თითქოს დაინერგა ტრადიცია,რომ საქართველოს ჩემპიონატის ყველა მატჩის გადმოცემები უნდა ყოფილიყო ინტერნეტში,მაგრამ თანდათან თამაშების გამოტოვება დაიწყო.რა ხდება?არა და კარგი სიახლე იყო.
სოსო
15:45 12-08-2018
0

სიახლეები პოპულარული