ეროვნული ლიგა. XX ტური: "დინამომ" "ლოკომოტივს" 4:2 მოუგო

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-20 ტურში თბილისის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივი" 4:2 დაამარცხა.

სტუმრები ზივზივაძის ჰეთ-თრიკით და ივანისენიას გოლით 4:0 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც "დინამომ" ყურადღება მოადუნა და მამია გავაშელიშვილმა დუბლი შეასრულა.

მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ სიკაჩის კარის აღება, მაგრამ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს.

"დინამო" ლიდერ "საბურთალოს" კვლავ 5 ქულით ჩამორჩება, "ლოკომოტივი" კი 22 ქულით ჯერჯერობით მეექვსე ადგილზეა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2".
ლოკომოტივი - დინამო 2:4
გოლები: 0:1 ბუდუ ზივზივაძე (14), 0:2 ბუდუ ზივზივაძე (34), 0:3 დმიტრო ივანისენია (39), 0:4 ბუდუ ზივზივაძე (48), 1:4 მამია
გავაშელიშვილი (57), 2:4 მამია გავაშელიშვილი (77)

ლოკომოტივი (4-2-3-1): ლუკა შეროზია, თორნიკე ძებნიაური (ზურიკო დავითაშვილი 46), ნიკა ჭანტურია, თეიმურაზ შონია, მამია გავაშელიშვილი, ირაკლი კომახიძე, რევაზ ინჯგია (რატი არდაზიშვილი 54), უჩა ლობჟანიძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (ლაშა გვალია 72), ოთარ კობახიძე

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

დინამო (4-4-2): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე (კ), ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (გიორგი ივანიშვილი 62), ბუდუ ზივზივაძე, აკაკი შულაია, მათე ვაწაძე, დმიტრო ივანისენია (ბაქარ ქარდავა 48), ლევან ხარაბაძე, ნიკა ნინუა (ბექა დარცმელია 68)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 2 /
46-41=5 ანუ სხვაობა 5 ქულაა და არა 4
ფერნანდო
21:40 12-08-2018
0
გახსოვდეს დუნაისკა სტრადა :))
grego
21:37 12-08-2018
1

სიახლეები პოპულარული