თბილისის "დინამომ" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ლევან შენგელია დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შენგელიამ ბოლო სამი სეზონი ბელგიურ "ტუბიცეში" გაატარა, 2017 წელს კი იჯარით სამხრეთკორეულ "დაჯეონ სიტიზენში" თამაშობდა.

შენგელიას სამშობლოში გორის "დილას", ქუთაისის "ტორპედოს" და ფოთის "კოლხეთის" რიგებში უასპარეზია. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი.

ფეხბურთელსა და ქართულ კლუბს შორის კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა. შენგელია დედაქალაქურ კლუბში 27-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მართლა ბარდაგია დინამოში.ვინ მოდის,ვინ მიდის...მე ერთი რამ არ მესმის-სად არიან ყოფილი ვეტერანები,რომლებიც ინტერვიუებს იძახიან რომ,დინამო მაგათი ცხოვრების ნაწილია და რომ დინამო მაგათი მეორე ოჯახია.რატო ხმას არ იღებენ.პირველ ოჯახში რომ განუკითხაობა და ბარდაგი იყოს მაშინა ჩუმად არიან.ნეტა
კახა ქირია
15:50 18-08-2018
0
მიდით შეაქეთ დინამოს თავისმომჭრელი ფიფია, რა მაგარი ტრანსფერი გააკეთა, თანაც როცა უკვე აღარავის არ ჭირდება მაშინ..
valderrama
15:45 15-08-2018
0

სიახლეები პოპულარული