თბილისის "დინამომ" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ლევან შენგელია დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შენგელიამ ბოლო სამი სეზონი ბელგიურ "ტუბიცეში" გაატარა, 2017 წელს კი იჯარით სამხრეთკორეულ "დაჯეონ სიტიზენში" თამაშობდა.

შენგელიას სამშობლოში გორის "დილას", ქუთაისის "ტორპედოს" და ფოთის "კოლხეთის" რიგებში უასპარეზია. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი.

ფეხბურთელსა და ქართულ კლუბს შორის კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა. შენგელია დედაქალაქურ კლუბში 27-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გეტყვით მეგობრებო რაც მოხდება...შენგელიაც და ვაწაძეც აღიდგენენ ფორმას და როგორც კი ამის საშუალება ექნებათ ორივე დატოვებს გუნდს,სავარაუდოდ უკვე იანვარშივე...მომიტევეთ მეგობრებო მაგრამ დინამო გუნდი კი არა ბარდაგია!!!
სირცხვილია დინამოს ამ დღეში ყოფნა,გამოფხიზლდით მიმართეთ აქციებს და ფიფია გაუშვით ამ გუნდიდან,წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატება გამორიცხულია.
გურიიდან
15:25 15-08-2018
2
მიდით შეაქეთ დინამოს თავისმომჭრელი ფიფია, რა მაგარი ტრანსფერი გააკეთა, თანაც როცა უკვე აღარავის არ ჭირდება მაშინ..
valderrama
15:45 15-08-2018
0

სიახლეები პოპულარული