გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს

AutoSharing Option
გიორგი ლორია რუსული "კრილია სოვეტოვის" დატოვების შემდეგ უგუნდოდ დარჩა.

ქართველი მეკარე ფორმის შენარჩუნების მიზნით თბილისის "დინამოში" ივარჯიშებს. 

"კრილიადან" რომ წამოვედი, რაღაც პერიოდი ვარ უგუნდოდ. დავბრუნდი სახლში, "დინამოში", ვაგრძელებ ვარჯიშებს. "დინამო" ჩემთვის უცხო გუნდი არაა, ჩემი მეორე სახლია,  კახა კაჭარავა, გელა ჭანტურია და ზაურ სვანაძე დიდი ხანი იყვნენ ჩემი მწვრთნელები. მადლობა თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას, რომ მომცეს საშუალება, მევარჯიშა ისევ აქ. ისეთი ემოცია მაქვს, თითქოს არსად წავსულვარ. ხუთი წელი ისე გავიდა, რომ სულ მენატრებოდა თბილისის "დინამო". ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან და ძალიან
მაგარია, როცა გუნდში საკუთარი აღზრდილები თამაშობენ." - განაცხადა გიორგი ლორიამ.

ქართველმა მეკარემ "კრილია სოვეტოვი" რამდენიმე დღის წინ დატოვა. 

იგი 9 წლის განმავლობაში იცავდა ქართული გუნდის ღირსებას, შემდეგ კი კარიერა ბერძნულ "ოფიში" გააგრძელა. 

altგიორგი ლორია: მინდოდა, თამაში ისევ სამარაში გამეგრძელებინა, თუმცა ხდება ხოლმე

altმას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არ უნდა - გიორგი ლორიამ "კრილია სოვეტოვი" დატოვა


მომზადებულია თბილისის "დინამოს" ოფიციალური FACEBOOK-გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ ერტხელ დაწერეტ გტხოოვტ, მერამდენედ წერტ გავიგეტ უკვე, ტუ ტქვენ მეტი მასალა არ გაქვტ? ერტხელ მაინც აიგეტ ექსკლუზიური ინტერვიუ ვაისისგან, მერამდენე წელია ნაკრების მწვრტნელია და ერტი ინტერვიუ არ ყოპილა. გტხოვტ გამოაქვეყნოტ და არ დაბლოკოტ როგორც იციტ ხოლმე. მადლობა წინასწარ.
ave
21 სექტემბერი 2018 17:19
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული