ეროვნული ლიგა. XXI ტური: "ტორპედომ" "ლოკომოტივს" ადვილად სძლია და მე-4 ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 21-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში "ტორპედომ" ქუთაისში "ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხა.

ჩინებულ ფორმაში მყოფი "ტორპედო" უკვე მეათე წუთზე 3:0 დაწინაურდა და დებიუტშივე გადაწყვიტა მატჩის ბედი. დუბლი თორნიკე კაპანაძემ შეასრულა, ერთი გოლი კი გიორგი ქიმაძემ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ სამივე საგოლე გადაცემა არფანგ დაფემ გააკეთა.

შეხვედრის დასასრულს თეიმურაზ შონიამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. ხაზგასასმელია, რომ წინა 7 შეხვედრაში ქუთაისელებს გოლი არ ჰქონდათ გაშვებული.

"ტორპედომ" 48 ქულა დააგროვა, მე-4 ადგილზე გადავიდა და თანაც, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ამას გარდა, "ტორპედო" 24 ოქტომბერს
თასის მეოთხედფინალში "შუქურას" შეხვდება.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - ლოკომოტივი 3:1
გოლები: 1:0 თორნიკე კაპანაძე (4), 2:0 თორნიკე კაპანაძე (8), 3:0 გიორგი ქიმაძე (10), 3:1 თეიმურაზ შონია (84)

ტორპედო (4-2-3-1): გიორგი ქვილითაია (კ), დავით ხურცილავა, ოლეკსანდრ აზაცკი, გიორგი ქიმაძე (გრიგოლ დოლიძე 67), ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, არფანგ დაფე (გიორგი კუხიანიძე 57), მერაბ გიგაური, ლევან კუტალია, თორნიკე კაპანაძე (მარეკ ჰლინკა 82)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

ლოკომოტივი (4-2-3-1): რევაზ თევდორაძე, თორნიკე ძებნიაური, ლევან ქურდაძე, გიორგი გაბაძე, თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია, ირაკლი კომახიძე, რატი არდაზიშვილი, ოთარ კობახიძე (ლევან გრძელიძე 70), უილიამ ჯონი (მამია გავაშელიშვილი 46), დავით ჯიქია (ლაშა ოზბეთელაშვილი 84)

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული