ეროვნული ლიგა. XXIX ტური: "სიონმა" "სამტრედიას" 4 გოლი გაუტანა

AutoSharing Option
20 ოქტომბერს ბოლნისის "სიონმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ეროვნული ლიგის XXIX ტურში "სამტრედიას" უმასპინძლა და ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი 10 წუთში "სიონმა" ორი ბურთის გატანა მოახერხა. ჯერ დავით კირკიტაძემ პენალტი გაიტანა, შემდეგ ალექსანდრე კოშკაძემ შეაგდო.

მეორე ტაიმში ლაშა კუჭუხიძემ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 59-ე წუთზე ვილი ისიანმა ორბუთიანი სხვაობა აღადგინა.

65-ე წუთზე "სამტრედიას" ფეხბურთელმა გიორგი ფანცულაიამ ანგარიშში სხვაბა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა ისიანმა კი მასპინძლებს ორბურთიანი უპირატესობა დაუბრუნა.

თბილისის. მიხეილ მესხი 2
სიონი-სამტრედია 4:2
გოლები: 1:0 დავით კირკიტაძე (პენ. 8),
2:- ალექსანდრე კოშკაძე (9), 2:1 ლაშა კუჭუხიძე (54), 4:2 ვილი ისიანი (59, 79), 3:2 გიორგი ფანცულაია (65)

სიონი. 4-2-3-1: თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ალექსანდრე კოშკაძე, ლევან ხმალაძე, დათო კირკიტაძე, ბიძინა მახარობლიძე, ლაშა ლეჟავა, გიორგი დათუნაიშვილი, გურამ გიორბელიძე

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

სამტრედია. 5-2-3: დავით კუპატაძე, ოლეგ მამასახლისი, ბექა ტუღუში, მიხაილ გორელიშვილი, ჯაბა ლიპარტია, რომან ჩაჩუა, შოთა კერძევაძე, ივან ფატიჩი, ლაშა კუჭუხიძე, ჯემალ გოგიაშვილი, ავთო ენდელაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული