ეროვნული ლიგა პიკს აღწევს - ვინ გახდება ჩემპიონი?

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის დასრულებამდე 6 ტური რჩება და დაძაბულობა პიკს აღწევს. ამ ეტაპზე გარკვეული ჯერ არაფერია. არც ის გამოვრიცხოთ, რომ წინა სეზონის მსგავსად, ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდეს.

საპრიზო ადგილები
ჩემპიონობის შანსი ორ გუნდს აქვს: "საბურთალოსა" და "დინამოს". საბურთალოელები დინამოელებს 5 ქულით უსწრებენ, თუმცა, ამავდროულად, ლურჯმაისურიანებს ერთი მატჩი მარაგში აქვს, თუმცა, ვაი, ასეთ მარაგს, მათი მეტოქე წინა წლის ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედოა" და გამარჯვებული 31 ოქტომბერს ქართულ "კლასიკოში", დინამო არენაზე გაირკვევა.

თეორიული შანსები აქვთ საჩხერის "ჩიხურას", ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილას". მათ არც
უნდა წააგონ და ამავდროულად, მეტოქემ ყველა შეხვედრა უნდა დათმოს.

რაც შეეხება ევროსაგზურებს, პირველი სამეული ასეთია: "საბურთალო", "დინამო", "ჩიხურა". ერთი ქულით ჩამორჩება საჩხერელებს "ტორპედო", თუმცა "დინამოსთან" შეხვედრა მარაგში აქვს და იმის გათვალისწინებით, რომ 13 მატჩი ამ გუნდს არ წაუგია, საჩხერელებს პოზიციის შენარჩუნება გაუჭირდებათ. მესამე ადგილს 3 ქულით კი გორის "დილა" ჩამორჩება, რომელიც აგრეთვე იბრძვის საუკეთესო სამეულში მოსახვედრად.

ამავდროულად, საქართველოს თასის გამარჯვებულს ერთი საგზური ეკუთვნის. თუმცა ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ფინალში შესაძლოა "დინამო" - "ტორპედოს" დაპირისპირება ვიხილოთ, ეს კი ჩემპიონატის ცხრილში მეოთხეადგილოსანს საშუალებას მისცემს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშოს.

აუტსაიდერები
14 ქულით ბოლო ადგილზე ფოთის "კოლხეთია", თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ 6 ქულა დაკლებული აქვთ. თუ ისინი მეათე პოზიციაზე დაასრულებენ, ავტომატურად დაემშვიდობებიან ეროვნულ ლიგა 1-ს.

ცუდ მდგომარეობაშია "სამტრედიაც", რომელსაც 18 ქულა აქვს და ბოლო ტურში 1:8 განადგურდა თბილისის "დინამოსთან". მათი ასპარეზობიდან გამომდინარე, რთული იქნება, პლეი-აუტს დააღწიონ თავი.

ყველაზე მეტი შანსი ბოლო სამეულში ბოლნისის "სიონს" აქვს, რომელსაც დაქვეითების საფრთხის ასაცილებლად "რუსთავთან" 5-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა მართებს. პლეი-აუტში მოხვედრისგან არც მეექვსეადგილოსანი "ლოკომოტივია" დაზღვეული. მათ მაქსიმალურად მართებთ, დარჩენილ შეხვედრებში ქულები არ გაანიავონ.

ბომბარდირები
ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავას უპირობო ლიდერი არ ჰყავს და ერთშაბად 4 ფეხბურთელია, რომელსაც აქვს შანსი, საუკეთესოს წოდება მოიპოვოს. ცხრილს "ჩიხურას" ფორვარდი გიორგი გაბედავა 17 გოლით ლიდერობს, ერთი გოლით ნაკლები აქვს ბუდუ ზივზივაძეს, ხოლო "დილას" ფეხბურთელებს - მიკოლა კოვტალიუკს 15 გოლი აქვს და ლეანდრო რიბეიროს - 13.

რაც შეეხება საგოლე გადაცემებს, ამ კომპონენტში გორელთა ბრაზილიელი შემტევი ლეანდრო რიბეირო 11 პასით ლიდერობს, 9 გადაცემით მდევარია ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ეროვნულ ლიგაში აღარ არის; მის შემდეგ 8 გადაცემით არის ბუდუ ზივზივაძე. საუკეთესოობის მცირე შანსები ვაგნერ გონსალვეშსაც და გრიგოლ დოლიძესაც აქვთ, რომელთაც 7-7 გადაცემა აქვთ გაკეთებული.

ეროვნული ლიგა 2
ცხრილს ბათუმის "დინამო" 58 ქულით ლიდერობს და მდევარ "ვიტ ჯორჯიასთან" 9-ქულიანი სხვაობა აქვს. დიდი ალბათობით, ბათუმელები სეზონს ჩემპიონობით დაასრულებენ და პირდაპირ აღზევდებიან ეროვნულ ლიგაში.

რაც შეეხება მეორე-მესამე ადგილს, ამ პოზიციისთვის ერთდროულად 4 გუნდი იბრძვის. 49 ქულით ყველაზე წინ არის "ვიტ ჯორჯია", 46 ქულით მდევარია "გაგრა", 43-43 ქულა აქვთ "ნორჩ დინამოსა" და "თელავს".

რაც შეეხება აუტსაიდერებს, აქაც უშეღავათო ბრძოლაა, ერთდროულად სამ გუნდს აქვს ყველაზე დაბალი ქულა. 29 ქულები აქვთ: "ცხინვალს", "სამგურალს" და "მერანს". ოდნავ წინ არის ქობულეთის "შუქურა" 31 ქულით.

ბომბარდირთა დავაში 20 გოლით ბათუმის "დინამოს" ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი ლიდერობს. მდევარია "გაგრას" ფორვარდი რატი ცაცკრიაშვილი 16 გოლით. 

მოლოდინი
ეროვნულ ლიგაშიც და ეროვნულ ლიგა 2-შიც ძალიან დაძაბული შეხვედრები გველის, ყველაფერი კი შეიძლება ბოლო ტურებში გადაწყდეს. კარგი იქნება, თითოეულ გუნდს თუ მაქსიმალურად გაამხნევებდა თავისი ქომაგი და სეზონის პიკს თავისი მხარდაჭერითაც გაამრავალფეროვნებდა.

altასეთები საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელნი არიან - ლაშა "ჩიკვაიძის" 10 წელი "ჩიხურაში"

altეროვნული ლიგა. XXX ტური. "ლოკომოტივი" სახლში "ტორპედოსთან" დამარცხდა

altეროვნული ლიგა. XXX ტური: გორში "დილა" და "საბურთალო" დაზავდნენ

altეროვნული ლიგა. XXX ტური: "დინამომ" "სამტრედია" გაანადგურა - 8:1! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტორპედოს გარდა ნებისმიერი კლუბის გამარჯვება მისაღებია.
საქართველოს გულშემატკივარი
17:20 30-10-2018
16
მე მოვდივარ ხვალ დინამო-ტორპედოზე. კარგ ფორმაშია ტორპედო და წესით ლამაზი ფეხბურთი უნდა იყოს.
პ.ს. როგორც საბურთალომ გვიჯიგრა წინა ჩემპიონატში და ქულები დააკარგვინა დინამოს, ასევე ჩვენც უნდ გადავუხადოთ სამაგიერო და უნდა მოვუგოთ.
პ.პ.ს. ის დიქტორი "საქართველოს საუკეთესო გუნდიო" რომ ყვირის, ის გააჩუმეთ, გულისამრევია უკვე, ნუ აგინებინებს თავს პატიოსან ხალხს! :დ
ქუთაისელი
14:29 30-10-2018
2

სიახლეები პოპულარული