ეროვნული ლიგა. XXII ტური: "ტორპედომ" "დინამოსთან" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გამოტოვებულ მატში "ტორპედომ" თბილისში "დინამოს" 1:0 სძლია.

ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ძალიან დაძაბულად წარიმართა.

მე-8 წუთზე შორიდან ქიმაძის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე სიკაჩმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას კაპანაძემ დაასწრო და გოლი გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, მასპინძლებს აქტიურობა მართებდათ, უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და ბურთსაც აკონტროლებდნენ. "ტორპედოს" ფეხბურთელები დაცვაში მარჯვედ მიმართავდნენ პრესინგს და მეტოქის იერიშებს ანეიტრალებდნენ.

ქუთაისელები მოედნის ცენტრში სჯაბნიდნენ თბილისელებს, "დინამოს" მწვრთნელმა კაჭარავამ ვითარების შეცვლა ცვლილებებით სცადა, მაგრამ მოედანზე
არაფერიც არ შეიცვალა. ეგ კი არადა, კომპენსირებულ დროში კუტალიამ რამდენიმე მცველი ჩამოიცილა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ შეძლო მეორე გოლის გატანა.

"ტორპედომ" გაიმარჯვა და აგერ უკვე 15 მატჩია დაუმარცხებელია.

"დინამო" მეორე ადგილზე დარჩა და ლიდერ "საბურთალოს" 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო "ტორპედომ" მესამე პოზიციაზე გადაინცვლა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - ტორპედო 0:1
გოლები: 0:1 თორნიკე კაპანაძე (9)

დინამო (4-4-2): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე (კ), ლუკა ლოჩოშვილი (ლევან ხარაბაძე 64), დავით კობოური, აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია (გიორგი კუცია 64), ლევან შენგელია, ნიკა ნინუა, ბუდუ ზივზივაძე, მათე ვაწაძე (ლაშა ქოჩლაძე 71)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), დავით ხურცილავა (ლაზარ მარინი 55), ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქიმაძე, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, არფანგ დაფე, გრიგოლ დოლიძე (ლევან კუტალია 66), მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე (გიორგი კუხიანიძე 77)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

მკითხველის კომენტარები / 12 /
"ტორპედომ" დამსახურებულად გაიმარჯვა... ქვეყნის სახე კი, უპირველესად საქართველოს ნაკრებია!!!
tngh
01 ნოემბერი 2018 14:03
2
ქართველი

ტორპედო არარის ქვეყნის სახე ან რომელიმე ქართული გუნდი?
გიო
01 ნოემბერი 2018 13:22
3
როგორც ჩანს, არა
გიოს
01 ნოემბერი 2018 14:02
2
Tazo-ს, ტორპედოსგან განსხვავებით, თბილისის დინამო ქვეყნის სახეა, ამიტომ განსაკუთრებით მტკივნეულია ქართველი გულშემატკივრისთვის დინამოს ყოველი მარცხი.
ქართველი
01 ნოემბერი 2018 11:54
11
ქვეყნის სახე მარტო დინამო კი არ არის, ყველა ის ქართული კლუბის, რომელიც საერთაშორისო სარბიელზე იასპარეზებს, აღარ არის საბჭოთა კავშირი დროა მიხვდეთ უკვე
Bavaria
01 ნოემბერი 2018 13:22
2
ევროპაზე გამოჩნდება ამათი ძალა. უსუსტესი ჩემპიონატი. დილა გორი გავა ლიგაზე
გელა
31 ოქტომბერი 2018 23:22
16
დაშლილი სამტრედია დაგვიჭირა და 8გოლი გაგვიტანა..არადა რა ძალაცაა აგერ გაიშიფრა დინამო,გაისად გაგგუდავთ სამტრედიაში დაიმახსოვრედ
merabi
31 ოქტომბერი 2018 22:42
10
გაისად მეორე ლიგიდან?:)
სახელი
01 ნოემბერი 2018 02:16
3
სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ დინამო კი არა, ფეხბურთი დამარცხდა
რიგითი გულშემატკივარი
31 ოქტომბერი 2018 22:41
35
მესაფლავე,შენ დღეს დამარხე ფეხბურთი...დინამოს მარცხი თურმე ქართული ფეხბურთის სიკვდილს ნიშნავს.დაა,გენაცვალე ლოგიკაში!!!
Tazo
01 ნოემბერი 2018 10:13
2
სად არიან ტორპედოს სლოვაკი ლეგიონერები? ან ის ახალგაზრდა აფრიკელი თავდამსხმელი?
nika
31 ოქტომბერი 2018 22:13
1
დინამოს არასოდეს ვგულშემატკივრობ მაგრამ მინდოდა რომ ტორპედოს წაეგო. დილა გორი მინდა მესამე გავიდეს
დილა გორი
31 ოქტომბერი 2018 22:10
20

სიახლეები პოპულარული