კახა ჩხეტიანი: "ტორპედომ" სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა და პლუს, სამი ქულა აიღო

AutoSharing Option
გუშინ, 31 ოქტომბერს, ქუთაისის "ტორპედომ" 22-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში თბილისში "დინამო" დაამარცხა (1:0). შეხვედრის შემდეგ ქუთაისელთა დამრიგებელ კახა ჩხეტიანს დავუკავშირდით.

"ტორპედოს" მწვრთნელის თქმით, მისი გუნდი ევროპა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის და მოპოვებული სამი ქულა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.

"კმაყოფილი ვარ. მინდა, ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო. ვფიქრობ, რომ სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს  და პლუს, სამი ქულა აიღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მომენტისათვის.

ჩემპიონობის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგულია, თუმცა რეალურია, რომ ევროპა ლიგაზე მოვხვდეთ და პროგრამა-მინიმუმი შევასრულოთ. პირველ წრეში ბევრი ქულა დავკარგეთ. ჩემპიონატის დასაწყისში
რომ გვქონოდა შესაძლებლობა, ასეთი გუნდი შევკრებილიყავით, ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებდით", - განუცხადა კახაბერ ჩხეტიანმა Sportall.ge-ს.

ამ გამარჯვებით ქუთაისურმა კლუბმა 55 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, უახლოეს მდევარ "ჩიხურას" კი 2 ქულით უსწრებს.

შემდეგ ტურში "ტორპედო" "დინამოს" ქუთაისში მიიღებს. შეხვედრა 4 ნოემბერს გაიმართება.

alt"ტორპედოს" "ტიკი-ტაკა" "დინამოსთან", რომელსაც გულშემატკივრის ტაში მოჰყვა [VIDEO]

altეროვნული ლიგა. XXII ტური: "ტორპედომ" "დინამოსთან" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტორპედომ მშვენიერი გაკვეთილი ჩაუტარა "დინამოს". ამჟამად, ვფიქრობ,რომ მათი მომრევი ქართული კლუბებიდან არავინაა.საწყენია, რომ ცოტა ადრე მაინც არ მოხდა ტორპედოს გაძლიერება, თორემ ევროპაზე უკეთესი შედეგი გვექნებოდა.ვფიქრობ, რომ ლეგიონერების გარეშეც "ტორპედო" მაინც მაღალ შედეგებს მიაღწევდა ეროვნულ ლიგაში. "ტორპედოს" შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე ევროპაზეც!!!
თბილისელი გულშემატკივარი.
00:24 02-11-2018
0
მთავარია ახლა ეს გუნდი არ დაშალონ და სამომავლოდ 3 ან 4 ნორმალური ლეგიონერი დაიმატონ და ევროპალიგაზე გასვლის რეალური შანსი მიეცემა ტორპედოს. წარმატებები
roma
17:18 01-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული