კახა ჩხეტიანის გუნდმა არც წლევანდელი სეზონი ჩაატარა უტიტულოდ. პირველი დამატებული ტაიმის მეორე წუთზე ტრავმა მიიღო მათე ცინცაძემ, რომელსაც მოედნის დატოვება მოუწია. ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველს დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
- მათე, პირველ რიგში, საქართველოს თასის მოგებას გილოცავთ. პირველ ტაიმში "გაგრამ" შესანიშნავად ითამაშა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი მეორე გოლიც მიიღეთ, თუმცა საბოლოოდ მატჩის გადარჩენა მოხერხდა. რა იყო ამის მიზეზი?
- კი, "გაგრამ" პირველი ტაიმი და მთლიანად
- პირველი დამატებითი ტაიმის დასაწყისში შეგცვალეს, მოედანი ნატკენი ფეხით დატოვე. რამდენად სერიოზულია შენი დაზიანება?
- კოჭი ძალიან გამისივდა. ტრავმა პირველივე წუთებზე მივიღე, როცა ძლიერად ჩამარტყეს. ალბათ, უკვე ზეგ მეცოდინება, რამდენად მძიმე დაზიანებაა.
- "ტორპედოს" შესანიშნავი სერია აქვს, ზედიზედ 19-მატჩიანი წაუგებელი ყველა ტურნირზე. რა არის ამის მთავარი მიზეზი? გუნდმა ეროვნული ლიგა ცუდად დაიწყო, ახლა კი მშვენიერ ფორმაშია...
- ჩვენ გუნდში მეორე წრეში მივედით და მართლაც შესანიშნავი სერია გვაქვს და ეს ალბათ, პირველ რიგში, იმის დამსახურებაა, რომ "ტორპედო" ძალიან შეკრული გუნდია და თავის პოტენციალს თამაშიდან თამაშამდე აჩვენებს.
- რაც "ტორპედოში" კახა ჩხეტიანი დაინიშნა, კლუბი სეზონს ტიტულის გარეშე არ ასრულებს. მთავარ მწვრთნელს როგორ დაახასიათებდი?
- კახა ჩხეტიანი მართლაც უმაღლესი დონის მწვრთნელია. მან იცის, რა დროს რა უნდა გააკეთოს და რაც მთავარია, ყველა მოთამაშესთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
- ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა, სამი ტურიც და ეროვნული ლიგა დროებით პაუზას აიღებს. რა გეგმები გაქვს სეზონის დასრულების შემდეგ?
- არის გარკვეული დაინტერესება, მაგრამ წინასწარ რამის თქმა გამიჭირდება, თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად გაიგებთ.
ეროვნული ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ქუთაისის "ტორპედო" 62 ქულით მესამე პოზიციაზეა.
მათე ცინცაძე იმერულ კლუბს ზაფხულში "რუსთავიდან" შეუერთდა, სულ მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში კი 3 გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს თასი მოიგო [VIDEO]
მათე ცინცაძე: მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ და სანახაობრივი თამაში ვაჩვენეთ